“საუკუნის ძარცვად” მონათლულ საქმეზე ბრალდებულები უკვე 27 დღეა შიმშილობენ. ადვოკატის არჩილ ნიჟარაძის თქმით ერთ-ერთი მათგანი გუშინ ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკავებულები ჯეროვან გამოძიებას ითხოვენ – განაცხადა ნიჟარაძემ. მისივე თქმით მტკიცებულებები გაყალბებულია, რაც რეზონანსული საქმის დროულად გახსნის მოტივით გაკეთდა.
ქუთაისში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა
ქუთაისში , ცენტრალურ მოედანზე ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ფოტო : Topnews.com.ge









