სასწრაფოდ უნდა მოხდეს გოგი წულაიას განთავისუფლება – ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანია გოგი წულაიას საავადმყოფოში გადაყვანას ეხმიანება.
”მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”სასწრაფოდ უნდა მოხდეს გოგი წულაიას განთავისუფლება წინასწარი პატიმრობიდან!!! მით უფრო “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრი, ილია ჯიშკარიანი და სხვა წარმომადგენლები არათუ დასჯილები, დღემდე საკუთარ თანამდებობებზე აგრძელებენ საქმიანობას ?
არა შერჩევით სამართალს!!!
თავისუფლება გოგი წულაიას!!!” – წერს გიგა შუშანია.
პოლიტიკოსი გოგი წულაია დღეს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს. მას ბრალად ქალზე ძალადობა ედება.










