გაწერილი გეგმის ფარგლებში და ახალი, 9 რეკომენდაციის შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალიან მალე, 2024 წლის ბოლოს დასაბუთებული პრეტენზია გვქონდეს იმაზე, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდებით ახლა მხოლოდ ერთი სურვილი გვაქვს, რომ ოპოზიციამ ენას კბილი დააჭიროს – და კიდევ, სხვა თანამდებობის პირებმა, რომლებიც მავნებლობენ ეს ხალხი წყობიდანაა გამოსული. სასოწარკვეთილი დიასახლისებივით არიან, დაჭყვიტინებენ, რომ იქნებ რამენაირად, ამ ბოლო 9 დღეში ჩვენი ევროპული მისწრაფება დააზიანონ, თუმცა, ვფიქრობ, ფეხი არ ჩაეტევათ. ევროპელებმა ძალიან კარგად იციან, ვისთან უნდა ითანამშრომლონ – ქართული ოცნების ხელისუფლება რეგიონში სტაბილური მოკავშირეა.
“მიუღწეველი არაფერი არ არის… უნდა დაწესდეს ყველა მედიკამენტზე არა უმეტეს საშუალო ევროპული ფასი”-ზაზა ლომინაძე
მსხვილი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების შემდეგ, მწარმოებლები და ფარმაცევტული ფირმები - პროდუქტებზე ფასების შესამცირებლად მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები დღეიდან განახლდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მომუშავე საკოორდინაციო კომისია რამდენიმე საათში შეიკრიბება. საპარლამენტო უმრავლესობაში...










