LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ, ასეთმა საწარმოებმა იმუშაოს სრული დატვირთვით – ზვიად შალამბერიძე

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ, ასეთმა საწარმოებმა იმუშაოს სრული დატვირთვით – ზვიად შალამბერიძე

დაპოსტა 2020/04/30-ში
A A
96
ნახვა
გაზიარება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე “ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელ პირებთან ერთად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ეწვია და სამუშაო პროცესს გაეცნო. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პანდემიის პირობებში აღნიშნული საწარმოს მუშაობა დღეს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია. მისივე შეფასებით, კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს დასაქმებულებზე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ასრულებს.

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, რომ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში ასეთმა საწარმოებმა და ყველა ორგანიზაციამ და კომპანიამ გააგრძელოს მუშაობა და იმუშაოს სრული დატვირთვით. ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილებს ვინარჩუნებთ და ვმუშაობთ ისეთ რეჟიმში, სადაც უნდა იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და უნდა იყოს მორგებული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. აქ დასაქმებული თითოეული ადამიანის როლი და წვლილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის წინსვლაში განსაკუთრებით ასეთ დროს და მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

“ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, ფეროშენადნობთა ქარხნის ყველა საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტზე დღეს სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატურად ტარდება, შენობებთან, დამონტაჟებულია ანტისეპტიკური მოწყობილობები, ტერიტორია სველი წესით მუშავდება. დასაქმებულები აღჭურვილები არიან რესპირატორებითა და სამედიცინო ხელთათმანებით, ყოველდღიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგის პროცესი, მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სასადილოების მუშაობა დროებით შეიზღუდა და დასაქმებულთათვის საკვების მიწოდება მშრალი ულუფების სახით ხდება, დასაქმებულთა სამუშაო ადგილებამდე უსაფრთხო გადაყვანისთვის კომპანიამ დამატებით ავტოტრანსპორტი გამოყო, რაც შესაძლებლობას იძლევა, თანამშრომლებმა სოციალური დისტანცია დაიცვან.

“COVID19-ის გამო დღეს მსოფლიო და საქართველო რთული გამოწვევის წინაშე დგას. ერთის მხრივ, ქვეყანა უხილავ მტერს, ვირუსს ებრძვის, მეორეს მხრივ კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის გადარჩენა. ამ ფონზე, აუცილებელია, „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო პროცესის შეუფერხებელი და უწყვეტი მუშაობა და ჩვენ ეს შევძელით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კომპანიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, თავდაუზოგავად მუშაობენ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს”, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

აღსანიშნავია, რომ “ჯორჯიან მანგანეზი” ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. მას ამჟამად, ჯამში, დასაქმებული ჰყავს 5 000-ზე მეტი ადამიანი, ასევე 2000-მდე კონტრაქტორი პირი. დღეს კომპანიას თავისი წილით ქვეყნის მთლიან ექსპორტში მესამე ადგილი უჭირავს და ქვეყანაში სავალუტო მასის შემოდინებაში უმნიშვნელოვანესი წილი უკავია.

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 18 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 18 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7223, ევრო – 3.1336, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6286 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი მსოფლიო ბირჟებსა და საქართველოში

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 019 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.50%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 17 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 17 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7365, ევრო – 3.1382, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6300 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი 13 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138...

დაწვრილებითDetails

„მუნიციპალიტეტებში 4.886 მლნ ლარის ტრანზაქცია შესრულებულია ისეთ ანგარიშზე, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა“ – აუდიტი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
ეკონომიკა

„მუნიციპალიტეტებში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები,“ - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტშია აღნიშნული, რომელსაც "ბიზნესპრენიუსი" აქვეყნებს. აუდიტის...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა ერთ დღეში კვლავ მოიმატა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ქორწინების ოქროს ბეჭედი 28%-ით გაძვირდა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 185 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.96%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი კვლავ ძვირდება

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქრო კვლავ ძვირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, 10 მარტს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 179 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 1.66%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 11 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7438 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7470 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 10 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7470, ევრო – 3.1755, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6642 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"