პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი გიორგი რურუას პატირობაში დატოვებას გამოეხმაურა.
გიორგი კახიანის თქმით, სასამართლო დამოუკიდებელი ინსტიტუტია და ყველა უნდა დაელოდოს მის გადაწყვეტილებას.
“სასამართლო არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში. რამდენადაც ცნობილია, ამ ეტაპზე, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია. განაჩენი რურუას მიმართ არ დამდგარა. საუბარი იყო მხოლოდ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე და სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება. პროცესი გრძელდება, ვნახოთ საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო. ამ ეტაპზე, სასამართლოს როგორც ჩანს, არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, რომ შეცვლილიყო აღმკვეთი ღონისძიების გარემოება,” – განაცხადა გიორგი კახიანმა.









