კონგრესმენი ადამ კინზინგერი და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურებიან.
კონგრესმენის განცხადებით, მსუბუქი ნათქვამი იქნება შეფასება, რომ ეს ფაქტი შემაშფოთებელია.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა დღეს დააპატიმრეს და ძველი დანაშაულისთვის, რომელიც მას უკვე მოხდილი აქვს, 38 თვე მიუსაჯეს. შეფასება, რომ ეს შემაშფოთებელია, მსუბუქი ნათქვამი იქნება. სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.
„იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ საქართველომ გადაწყვიტა გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი გასულ კვირას, სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა დაუშვებელია“, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ რიში.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.
გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.