კოლუმბიაში აღარ მიშვებენ 2050 წლამდე. ანუ, სასამართლოებით ვერ მოვიგე და შემდეგი 29 წელიწადი ვერ შემოვალ კოლუმბიაში“,- ამის შესახებ GEM Fest-ის დამფუძნებელი, გიორგი სიგუა სოციალურ ქსელში გავრცებულ ვიდეოში აცხადებს.
„ბევრს აინტერესებს რა მოხდა ჩემს თავს. აგროვდა ბილეთი ფული. ბევრმა ადამიანმა დადო ფული იმისთვის, რომ გავფრენილიყავი აქედან. კოლუმბიაში აღარ მიშვებენ 2050 წლამდე. ანუ, სასამართლოები ვერ მოვიგე და შემდეგი 29 წელიწადი ვერ შემოვალ კოლუმბიაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატს, რომელმაც ყველას უჩივლა -კოლუმბიის საემიგრაციოს, ბოგოტის პოლიციას, აეროპორტის პოლიციას, სულ ყველას. ბრძოლას ვაგრძელებთ.
თუმცა, მთავარი ისაა, რომ ჩემი 39 საათიანი კოშმარი ბოგოტის აეროპორტში დასრულდა და მე მოვდივარ თქვენკენ, ევროპის კონტინენტისკენ. ჯერ მივფრინავ მადრიდში, მერე იტალიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში.. ყველას გნახავთ, ჩაგეხუტებით, მოგეფერებით. ხვალიდან როგორც კი ევროპის კონტინენტზე დავადგამ ფეხს ძალიან მაგარი და საინტერესო პროექტების შესახებ მოგიყვებით.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამხრეთ ამერიკას ვტოვებ. მაქვს პანამა სარეზერვო ვარიანტად, ისევე როგორც კოლუმბიაში ჩატარდება ივენთი ჩემ გარეშე. რატომღაც გული მიგრძნობს, რომ გაცილებით მეტი საქმეები გველის ევროპაში და ასე შემთხვევით არ მომხდარა ის, რაც მოხდა“,- აცხადებს გავრცელებულ ვიდეოში გიორგი სიგუა.









