გავრცელებული ინფორმაციით, ვარშავაში მედიკოსებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
ექიმები ხელფასების მომატებასა და სამუშაო საათების რაოდენობის შემცირებას ითხოვენ.
აქციაზე ისმოდა მოწოდებები: “არა 400-საათიანი მუშაობას!”, “მედიკოსების დასვენება უდრის პაციენტების უსაფრთხოებას“.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქციაში რამდენიმე ათასი ექიმი მონაწილეობდა.










