LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“სანდროს ხრტილს ნეკნიდან ამოუღებენ, სასუნთქ არტერიაში ჩაუდგამენ და გაუფართოებენ”  – ორი წელი შვილის სიცოცხლის სადარაჯოზე

“სანდროს ხრტილს ნეკნიდან ამოუღებენ, სასუნთქ არტერიაში ჩაუდგამენ და გაუფართოებენ” – ორი წელი შვილის სიცოცხლის სადარაჯოზე

დაპოსტა 2019/08/06-ში
A A
130
ნახვა
გაზიარება

“გერმანიიდან იოგების აღდგენისა და სასუნთქი მილის გაფართოების ოპერაციისთვის 39.000-ევროიანი ანგარიში მოგვივიდა. სანდროს ხრტილს ნეკნიდან ამოუღებენ, სასუნთქ არტერიაში ჩაუდგამენ და გაუფართოებენ, იოგებს კი დაუჭიმავენ და ამის შემდეგ ჩვეულებრივად ილაპარაკებს” – სანდროს შესახებ ინფორმაციას kvirispalitra.ge ავრცელებს.

ქვეყნად ყველაფერი ხდება, თუმცა, რაც მინდიაშვილის ოჯახში დატრიალდა, არ უნდა მომხდარიყო, 2 წლის სანდროს სხვა ბავშვებივით უნდა ეხარა. ის და მისი ტყუპისცალი ძამიკო, დაჩი, ხომ როგორც ექიმებმა თქვეს, კაჟივით ჯანმრთელები დაიბადნენ! მაგრამ… სანდროს დედიკო მეტყველებადაკარგულ და ყელში სტომაჩადგმულ შვილს თითქმის ორი წელიწადია, იმის შიშით შეჰყურებს, სტომა არ ამოუვარდეს და არ დაეხრჩოს.

ლიზი მეზურნიშვილი, სანდროს დედა:
– დედობის სიხარულს სიტყვები ვერ აღწერს, მაგრამ როდესაც ტყუპის დედობა მითხრეს, მახარებელ ექიმს თავგამოდებული ვუმტკიცებდი, რომელ ტყუპზე ლაპარაკობთ, ერთ ბავშვზე ვარ ფეხმძიმედ-მეთქი. მერე მან ორივე შვილის გულისცემა მომასმენინა და ჩემს მეუღლეს დავურეკე, 

იცი, ორი შვილი ერთად რომ გვიჩნდება-მეთქი? ის კიდევ ჩემზე მეტად დაიბნა, ხმა ვერ ამოიღო დაბნეულობისა და სიხარულისგან. ექიმებმა ნაადრევი მშობიარობა მირჩიეს – შესაძლოა ორსულობის ბოლომდე მიყვანა გაგიჭირდეს, ცოტა ადრე გამშობიარებთო! ასე რომ, ჩემი ბიჭები ფეხმძიმობის რვა თვის თავზე გაჩნდნენ. როცა ერთი დაიბადა, მეორეს ერთი წუთი დასჭირდა და ის წუთი საუკუნედ მექცა – ერთი წუთის შემდეგ მეორეც რომ ატირდა, მეც ავტირდი, რატომ არიან ასე პატარები-მეთქი? ექიმმა, რა გატირებს, ორივე კილოგრამი და შვიდასი გრამია, ხომ ხედავ, რა ვაჟკაცურად ტირიან, მთავარია, ჯანმრთელები არიან, რაც მუცელში ზრდა დააკლდათ, ორი კვირით ინკუბატორში დავასრულებინებთო. ბავშვები ინკუბატორში ორი კვირა იყვნენ, ერთი საათით მაძლევდნენ ნახვის ნებას, თვალს ვერ ვაშორებდი,­ თან ჯანმრთელობასაც ვაკვირდებოდი, არც სუნთქვა უჭირდათ და არც ჭამა. შინაც­ სრულიად ჯანმრთელები გამოვიყვანე.

მერე სანდროს ვირუსი დაემართა და ამით დაიწყო ჩვენი უბედურება. ბავშვს­ ჯერ შინ პედიატრის დანიშნულებით ვმკურნალობდი, მაგრამ მერე ბრონქებში ბევრი ნახველი დაუგროვდა და მეც ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში გადავიყვანე. სამ­წუხაროდ, იქაც იმავე მეთოდებით გააგ­რძელეს მკურნალობა – მხოლოდ ინჰალაციით მკურნალობდნენ. ვხედავდი, რომ ინჰალაცია ბავშვს ნახველს ვერ უშლიდა, ამიტომაც ექიმს ვთხოვდი, იქნებ მკურნალობის სხვა ეტაპზე გადახვიდეთ, რადგანაც ბავშვი მძიმდება-მეთქი, ის კი მეუბნებოდა, აუცილებლად დაშლის, ძალიან ემოციური დედა ხარ, ბავშვი ამ ეტაპზე სხვა მკურნალობას არ საჭიროებსო. ამასობაში­ სანდრო უკან-უკან მიდიოდა, ნელ-ნელა ლურჯდებოდა. ექთანს შევჩივლე, ბავშვის­ ფერი არ მომწონს-მეთქი, მაგრამ მანაც იგივე მითხრა, ბავშვს არაფერი სჭირს, შენ ხარ ემოციურიო. მეორე ექიმმაც თითქმის იგივე გამიმეორა, ბავშვი ლურჯი სულაც არ არის, უბრალოდ, მოცისფრო ფერი აქვსო!­ რაღა მექნა, პალატაში მივბრუნდი, სანდროს ვაჭამე, ხელში ავიყვანე და უცებ საშინელება მოხდა – ბავშვს თავი მოწყვეტით ჩამოუვარდა…

– სუნთქვა შეწყვიტა?

– დიახ… გაგიჟებული გავიქეცი ექიმთან. მან სანდრო გამომართვა და მითხრა, რა უქენი ბავშვსო? ბავშვისთვის მე რა უნდა მექნა, მაგრამ ამ სიტყვებზე ცა ჩამომემხო, მეგონა, შვილი მოვკალი და ჩემი სიცოცხლეც დამთავრდა. მერე ექიმმა კვლავ გამიმეორა, ბავშვს საჭმელი ფილტვებში ჰქონია გადასული, იმიტომაც დამძიმდაო.
სინამდვილეში კი ასე არ აღმოჩნდა – მოგვიანებით რეანიმაციის ექიმებმა მითხრეს, რა საკვები, ბავშვს ფილტვები ნახველით ჰქონდა სავსეო. ამის შემდეგ

სანდროს ხორხში სასუნთქი მილი ჩაუდგეს და თითქმის ორთვე-ნახევარი ჟანგბადის აპარატზე ჰყავდათ­ მიერთებული. პერიოდულად სასუნთქ მილს უღებდნენ და ამოწმებდნენ, მის გარეშე ისუნთქებდა თუ არა. მილის ხშირმა ამოღებამ ხორხის სტენოზი, სასუნთქი არტერიის დავიწროება და იოგების დამბლა გამოიწვია, ანუ ბავშვი დამუნჯდა.

ორთვე-ნახევრის შემდეგ სანდროსთვის ყელის გაჭრა და სტომის ჩადგმა გახდა საჭირო. ახლა წლის და რვა თვის არის. სტომის გარეშე ვერ ისუნთქებს და ვერც ერთ სიტყვას ვერ იტყვის. თუმცა ჩემი პატარა საოცრად ჭკვიანია, საკუთარი, მიმიკების ენა მოიგონა თავის ძამიკოსა და ჩვენთან საურთიერთობოდ. რაიმე რომ უნდა, მოირბენს და მიმიკებით გვაგებინებს.

 
– სტომა ძალიან ძნელი მოსავლელია, ყოველწუთიერი გასუფთავება სჭირდება ნახველისგან, გარდა ამისა, თუ ბავშვმა ამოიგლიჯა, წამში გაიგუდება.

– სანდრო ცელქია. ერთხელაც წამით ყურადღება მოგვიდუნდა და მანაც სტომა ამოიგლიჯა. ძლივს მივასწარით.
სტომას მოხმარებას მატერიალური პრობლემებიც ახლავს. ყოველთვე უნდა გამოცვალო, ფილტრები კი ყოველდღე ახალი უნდა ჩაუდგა, თორემ ბავშვს ფილტვებში მტვერი ჩაუვა და გაიგუდება. ამას ყველაფერს გავუძლებთ, ოღონდაც სანდროსთვის ოპერაცია გაგვაკეთებინა – გერმანიიდან იოგების აღდგენისა და სასუნთქი მილის გაფართოების ოპერაციისთვის 39.000-ევროიანი ანგარიში მოგვივიდა. სანდროს ხრტილს ნეკნიდან ამოუღებენ, სასუნთქ არტერიაში ჩაუდგამენ და გაუფართოებენ, იოგებს კი დაუჭიმავენ და ამის შემდეგ ჩვეულებრივად ილაპარაკებს.
ჩვენ არაფრის გაყიდვას არ დავიშურებთ,­ თუმცა, რომ გაყიდო, ფასეულიც უნდა გაგაჩნდეს რაიმე. ისევ კეთილი ადამიანების­ იმედი მაქვს. ვიცი, რომ სხვისი შვილისთვის­ ჯიბეში ხელის ჩაყოფა ადვილი არ არის, მაგრამ ვინც იცის, სიკეთე რისთვისაც უნდა აკეთოს, იქნებ ჩემს შვილს ის დაეხმაროს. პირობას ვიძლევი, ამ სიკეთის წილ სანდ­როს ადამიანების დახმარებას ვასწავლი – დრო რომ მოვა, თავადაც სიკეთით გადაიხდის.

ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ, აქვე ვუთითებთ ანგარიშის ნომრებს:
 

საქართველოს ბანკი:
GE43BG0000000161503484 (GEL, USD, EUR); მიმღები: სანდრო მინდიაშვილის დახმარების ფონდი (Sandro mindiashvilis dakhmarebis pondi).

 
თიბისი ბანკი:
GE81TB7450145061100006 (GEL, USD, EUR); მიმღები: ლიზი მეზურნიშვილი (LIZI MEZURNISHVILI)
kvirispalitra.ge
გაზიარება105

დაკავშირებული -პოსტები

” მოთხოვნა, რომ ღია სკვერში კარვების შეტანის უფლების შეზღუდვაზე შსს-ს გადაწყვეტილება შეჩერდეს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა”- დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ
მთავარი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სასამართლომ მათი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. მშობლების განმარტებით, საუბარია სასამართლოში შეტანილ იმ განცხადებაზე, რომლითაც ისინი ითხოვენ...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

„ემიგრანტი გარდაიცვალა საბერძნეთში ათენში მადონა თოლორდავა უფალმა ნეთელი არ მოაკლოს მის სულს. სახსალამათი სიცოცხლით სავსე, ამის შესახებ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს. „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას...

დაწვრილებითDetails

„რანაირად შეიძლება, რომ ადამიანმა ქმრის ღალატი უფრო განიცადოს, ვიდრე დედის…“ – თამუნა მუსერიძე მეუღლესთან დაშორებაზე

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
„მიმართვა ეხება ჩემს დას, რომელიც ახლახან ვიპოვე…“ – თამუნა მუსერიძე
მთავარი

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელით გვიზიარებს იმ ემოციას და რთულ მდგომარეობას, რომელიც ცხოვრების ამჟამინდელ ეტაპზე, მეუღლესთან დაშორების შემდგომ აქვს. „ამდენი ხანია ვფიქრობ და ვერაფრით ამოვხსენი… რანაირად შეიძლება, რომ ადამიანმა ქმრის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
ქუთაისში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
მთავარი

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს...

დაწვრილებითDetails

” ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება”- პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
მაქვს სრული ნდობა საქართველოს მოქალაქეების არჩევანის მიმართ, რა შედეგიც არ უნდა იყოს – პაველ ჰერჩინსკი
მთავარი

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა. გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას- ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ, მზად...

დაწვრილებითDetails

“მჯერა, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება”- ბადრი ჯაფარიძე

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
“მჯერა, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება”- ბადრი ჯაფარიძე
მთავარი

2026 წელს ევროპის დღის აღნიშვნას საქართველო მძიმე პოლიტიკური გამოწვევებით ხვდება - მაშინ, როცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი ევროპულ მომავალს უჭერს მხარს, „ქართული ოცნების” ხელისუფლების ნაბიჯები სულ უფრო მეტ ბარიერს უქმნის ქვეყანას იმ...

დაწვრილებითDetails

“ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა, აგენტობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი სამშობლოს მიმართ ღალატის ჩადენას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯაშუშობის ბრალდებით გიორგი უძილაურის დაკავების საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის...

დაწვრილებითDetails

“მთავარია, სამართალი აღსრულდა”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ერთგვარი ტვირთი იყო, რომ მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული - მთავარია, სამართალი აღსრულდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის, ჟურნალისტ გურამ როგავასა...

დაწვრილებითDetails

ცნობილია საბურთალოზე მოკლული კაცის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

გუშინ, 8 მაისს თბილისში, საბურთალოს რაიონში კაცი მოკლეს. კაცს სასიკვდილო დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცნობილია მოკლულის ვინაობაც, იგი 31 წლის დავით წოწკოლაურია საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ...

დაწვრილებითDetails

კახეთში ქალი დაჭრეს

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ქალი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ვარდისუბანში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას დაზიანებები თავის და მუცლის არეში აქვს მიღებული. დაჭრილი თბილისში, კლინიკაშია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"