LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“სანდროს ხრტილს ნეკნიდან ამოუღებენ, სასუნთქ არტერიაში ჩაუდგამენ და გაუფართოებენ” – ორი წელი შვილის სიცოცხლის სადარაჯოზე

დაპოსტა 2019/08/06-ში
130
ნახვა
გაზიარება

“გერმანიიდან იოგების აღდგენისა და სასუნთქი მილის გაფართოების ოპერაციისთვის 39.000-ევროიანი ანგარიში მოგვივიდა. სანდროს ხრტილს ნეკნიდან ამოუღებენ, სასუნთქ არტერიაში ჩაუდგამენ და გაუფართოებენ, იოგებს კი დაუჭიმავენ და ამის შემდეგ ჩვეულებრივად ილაპარაკებს” – სანდროს შესახებ ინფორმაციას kvirispalitra.ge ავრცელებს.

ქვეყნად ყველაფერი ხდება, თუმცა, რაც მინდიაშვილის ოჯახში დატრიალდა, არ უნდა მომხდარიყო, 2 წლის სანდროს სხვა ბავშვებივით უნდა ეხარა. ის და მისი ტყუპისცალი ძამიკო, დაჩი, ხომ როგორც ექიმებმა თქვეს, კაჟივით ჯანმრთელები დაიბადნენ! მაგრამ… სანდროს დედიკო მეტყველებადაკარგულ და ყელში სტომაჩადგმულ შვილს თითქმის ორი წელიწადია, იმის შიშით შეჰყურებს, სტომა არ ამოუვარდეს და არ დაეხრჩოს.

ლიზი მეზურნიშვილი, სანდროს დედა:
– დედობის სიხარულს სიტყვები ვერ აღწერს, მაგრამ როდესაც ტყუპის დედობა მითხრეს, მახარებელ ექიმს თავგამოდებული ვუმტკიცებდი, რომელ ტყუპზე ლაპარაკობთ, ერთ ბავშვზე ვარ ფეხმძიმედ-მეთქი. მერე მან ორივე შვილის გულისცემა მომასმენინა და ჩემს მეუღლეს დავურეკე, 

იცი, ორი შვილი ერთად რომ გვიჩნდება-მეთქი? ის კიდევ ჩემზე მეტად დაიბნა, ხმა ვერ ამოიღო დაბნეულობისა და სიხარულისგან. ექიმებმა ნაადრევი მშობიარობა მირჩიეს – შესაძლოა ორსულობის ბოლომდე მიყვანა გაგიჭირდეს, ცოტა ადრე გამშობიარებთო! ასე რომ, ჩემი ბიჭები ფეხმძიმობის რვა თვის თავზე გაჩნდნენ. როცა ერთი დაიბადა, მეორეს ერთი წუთი დასჭირდა და ის წუთი საუკუნედ მექცა – ერთი წუთის შემდეგ მეორეც რომ ატირდა, მეც ავტირდი, რატომ არიან ასე პატარები-მეთქი? ექიმმა, რა გატირებს, ორივე კილოგრამი და შვიდასი გრამია, ხომ ხედავ, რა ვაჟკაცურად ტირიან, მთავარია, ჯანმრთელები არიან, რაც მუცელში ზრდა დააკლდათ, ორი კვირით ინკუბატორში დავასრულებინებთო. ბავშვები ინკუბატორში ორი კვირა იყვნენ, ერთი საათით მაძლევდნენ ნახვის ნებას, თვალს ვერ ვაშორებდი,­ თან ჯანმრთელობასაც ვაკვირდებოდი, არც სუნთქვა უჭირდათ და არც ჭამა. შინაც­ სრულიად ჯანმრთელები გამოვიყვანე.

მერე სანდროს ვირუსი დაემართა და ამით დაიწყო ჩვენი უბედურება. ბავშვს­ ჯერ შინ პედიატრის დანიშნულებით ვმკურნალობდი, მაგრამ მერე ბრონქებში ბევრი ნახველი დაუგროვდა და მეც ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში გადავიყვანე. სამ­წუხაროდ, იქაც იმავე მეთოდებით გააგ­რძელეს მკურნალობა – მხოლოდ ინჰალაციით მკურნალობდნენ. ვხედავდი, რომ ინჰალაცია ბავშვს ნახველს ვერ უშლიდა, ამიტომაც ექიმს ვთხოვდი, იქნებ მკურნალობის სხვა ეტაპზე გადახვიდეთ, რადგანაც ბავშვი მძიმდება-მეთქი, ის კი მეუბნებოდა, აუცილებლად დაშლის, ძალიან ემოციური დედა ხარ, ბავშვი ამ ეტაპზე სხვა მკურნალობას არ საჭიროებსო. ამასობაში­ სანდრო უკან-უკან მიდიოდა, ნელ-ნელა ლურჯდებოდა. ექთანს შევჩივლე, ბავშვის­ ფერი არ მომწონს-მეთქი, მაგრამ მანაც იგივე მითხრა, ბავშვს არაფერი სჭირს, შენ ხარ ემოციურიო. მეორე ექიმმაც თითქმის იგივე გამიმეორა, ბავშვი ლურჯი სულაც არ არის, უბრალოდ, მოცისფრო ფერი აქვსო!­ რაღა მექნა, პალატაში მივბრუნდი, სანდროს ვაჭამე, ხელში ავიყვანე და უცებ საშინელება მოხდა – ბავშვს თავი მოწყვეტით ჩამოუვარდა…

– სუნთქვა შეწყვიტა?

– დიახ… გაგიჟებული გავიქეცი ექიმთან. მან სანდრო გამომართვა და მითხრა, რა უქენი ბავშვსო? ბავშვისთვის მე რა უნდა მექნა, მაგრამ ამ სიტყვებზე ცა ჩამომემხო, მეგონა, შვილი მოვკალი და ჩემი სიცოცხლეც დამთავრდა. მერე ექიმმა კვლავ გამიმეორა, ბავშვს საჭმელი ფილტვებში ჰქონია გადასული, იმიტომაც დამძიმდაო.
სინამდვილეში კი ასე არ აღმოჩნდა – მოგვიანებით რეანიმაციის ექიმებმა მითხრეს, რა საკვები, ბავშვს ფილტვები ნახველით ჰქონდა სავსეო. ამის შემდეგ

სანდროს ხორხში სასუნთქი მილი ჩაუდგეს და თითქმის ორთვე-ნახევარი ჟანგბადის აპარატზე ჰყავდათ­ მიერთებული. პერიოდულად სასუნთქ მილს უღებდნენ და ამოწმებდნენ, მის გარეშე ისუნთქებდა თუ არა. მილის ხშირმა ამოღებამ ხორხის სტენოზი, სასუნთქი არტერიის დავიწროება და იოგების დამბლა გამოიწვია, ანუ ბავშვი დამუნჯდა.

ორთვე-ნახევრის შემდეგ სანდროსთვის ყელის გაჭრა და სტომის ჩადგმა გახდა საჭირო. ახლა წლის და რვა თვის არის. სტომის გარეშე ვერ ისუნთქებს და ვერც ერთ სიტყვას ვერ იტყვის. თუმცა ჩემი პატარა საოცრად ჭკვიანია, საკუთარი, მიმიკების ენა მოიგონა თავის ძამიკოსა და ჩვენთან საურთიერთობოდ. რაიმე რომ უნდა, მოირბენს და მიმიკებით გვაგებინებს.

 
– სტომა ძალიან ძნელი მოსავლელია, ყოველწუთიერი გასუფთავება სჭირდება ნახველისგან, გარდა ამისა, თუ ბავშვმა ამოიგლიჯა, წამში გაიგუდება.

– სანდრო ცელქია. ერთხელაც წამით ყურადღება მოგვიდუნდა და მანაც სტომა ამოიგლიჯა. ძლივს მივასწარით.
სტომას მოხმარებას მატერიალური პრობლემებიც ახლავს. ყოველთვე უნდა გამოცვალო, ფილტრები კი ყოველდღე ახალი უნდა ჩაუდგა, თორემ ბავშვს ფილტვებში მტვერი ჩაუვა და გაიგუდება. ამას ყველაფერს გავუძლებთ, ოღონდაც სანდროსთვის ოპერაცია გაგვაკეთებინა – გერმანიიდან იოგების აღდგენისა და სასუნთქი მილის გაფართოების ოპერაციისთვის 39.000-ევროიანი ანგარიში მოგვივიდა. სანდროს ხრტილს ნეკნიდან ამოუღებენ, სასუნთქ არტერიაში ჩაუდგამენ და გაუფართოებენ, იოგებს კი დაუჭიმავენ და ამის შემდეგ ჩვეულებრივად ილაპარაკებს.
ჩვენ არაფრის გაყიდვას არ დავიშურებთ,­ თუმცა, რომ გაყიდო, ფასეულიც უნდა გაგაჩნდეს რაიმე. ისევ კეთილი ადამიანების­ იმედი მაქვს. ვიცი, რომ სხვისი შვილისთვის­ ჯიბეში ხელის ჩაყოფა ადვილი არ არის, მაგრამ ვინც იცის, სიკეთე რისთვისაც უნდა აკეთოს, იქნებ ჩემს შვილს ის დაეხმაროს. პირობას ვიძლევი, ამ სიკეთის წილ სანდ­როს ადამიანების დახმარებას ვასწავლი – დრო რომ მოვა, თავადაც სიკეთით გადაიხდის.

ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ, აქვე ვუთითებთ ანგარიშის ნომრებს:
 

საქართველოს ბანკი:
GE43BG0000000161503484 (GEL, USD, EUR); მიმღები: სანდრო მინდიაშვილის დახმარების ფონდი (Sandro mindiashvilis dakhmarebis pondi).

 
თიბისი ბანკი:
GE81TB7450145061100006 (GEL, USD, EUR); მიმღები: ლიზი მეზურნიშვილი (LIZI MEZURNISHVILI)
kvirispalitra.ge
გაზიარება105

დაკავშირებული -პოსტები

კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
1k
კახა კალაძე
მთავარი

„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის...

დაწვრილებითDetails

“ვლადიმერ პუტინი ღაზას „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვიეს” – დიმიტრი პესკოვი

იანვარი 19, 2026
41
მთავარი

ვლადიმერ პუტინმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოწვევა მიიღო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ვსწავლობთ ამ წინადადების...

დაწვრილებითDetails

“პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები”- გია ვოლსკი

იანვარი 19, 2026
57
მთავარი

მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

” არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა სხვა არაფერი” – მეუფე იკაობი

იანვარი 19, 2026
57
მთავარი

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.   ამ დიდ დღეს ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იანვარი 19, 2026
114
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...

დაწვრილებითDetails

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
48
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

ქარბუქი, ლიპყინული, ზვავსაშიშოება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

იანვარი 19, 2026
388
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
711
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

იანვარი 19, 2026
81
მთავარი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან...

დაწვრილებითDetails

როდემდეა მოსალოდნელი დიდთოვლობა და ყინვა

იანვარი 19, 2026
147
ამინდი

20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».