LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“სანამ ეპიდემია მძვინვარებს და პოლიტიკოსები ,,სკამებისთვის იბრძვიან’’, მოსწავლეები უფრო სერიოზული საქმეებით არიან დაკავებულნი” – ოქროს მედალი ქართველებს

“სანამ ეპიდემია მძვინვარებს და პოლიტიკოსები ,,სკამებისთვის იბრძვიან’’, მოსწავლეები უფრო სერიოზული საქმეებით არიან დაკავებულნი” – ოქროს მედალი ქართველებს

დაპოსტა 2020/11/11-ში
A A
367
ნახვა
გაზიარება

სკოლა-პანსიონის კომაროვი პეაგოგი ლია გოგოხია სოციალურ ქსელში ქართველო მოსწავლეების წარმატებების შესახებ წერს, რომლებმაც ოქროს მედალთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს:

“ცხელ-ცხელი ამბავი – ეს-ესაა ბავშვებმა მახარეს! სანამ ეპიდემია მძვინვარებს და პოლიტიკოსები ,,სკამებისთვის იბრძვიან’’, მოსწავლეები უფრო სერიოზული საქმეებით არიან დაკავებულნი. ახლახან, აი, ამ წუთას, დამთავრდა საერთაშორისო ნატურალისტთა ტურნირი(IYNT) 2020. ტურნირის მიზანია წარმოაჩინოს მოსწავლეების უნარი, რათა წარმატებით გადაჭრან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები და შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში. საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ: ნენე ჟვანია, ანრი დარცმელია, ლევან ლოლაშვილი(ვეკუას ფიზიკა-მათემატიკის სკოლიდან) ), ირაკლი მიროტაძე, ნიკა მალცევი და სანდრო ვაჩაძე (კომაროველები). მათ ფინალში სძლიეს შვეიცარიისა და ხორვატიას გუნდებს და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. ვულოცავ ჩვენს ოქროს გოგო-ბიჭებს უდიდეს წარმატებას. გმადლობთ ჩემო კარგებო, თქვენ მაინც ხვდებით, რომ ქვეყანას მხოლოდ ცოდნა გადაარჩენს.❤️❤️❤️❤️❤️❤️ექსკლუზიური ფოტო გოგოხია მასწისთვის!” – წერს სკოლა-პანსიონის კომაროვი პეაგოგი ლია გოგოხია ფეისბუკზე.

მოგვიანებით კი მასწავლებელმა სოიალურ ქსელში კიდევ ერთიმ უფრო ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა მოსწავლეების წარმატებების შესახებ:
“პოსტი გამიზნულია იმ ადამიანთა გასამხნევებლად, რომლებიც მხოლოდ ,,კოვიდის სტატისტიკას’’ ჩასცქერიან.
სანამ ქვეყანა ,,ცისფერი მთების’’ ანუ დაუჯერებელი ამბის რეჟიმშია, ადამიანებს სასიამოვნო, პოზიტიური, იმედისმომცემი ამბები მოენატრათ. არც მთლად ისეთი წყალწაღებულები ვართ, როგორც გვგონია. ,,ონლაინგაჭედილობის’’ თვენახევრიანი სწავლების ფონზე პატარა ქვეყნის დიდებული შვილების ნადავლს წარმოგიდგენთ. მე ჩემი სკოლისას ვიტყვი, თქვენ თქვენისა თქვით. თქვენი სიხარულის გაზიარებაც შემიძლია.
1.ონლაინ რეჟიმში ჩატარებული ოლიმპიადა, აზიის პირველობა ინფორმატიკაში – (მასპინძელი ქვეყანა – ინდონეზია) ოქრო ბიჭი (ნიკა ბირკაძე -300-იდან 300-ივე ქულა აიღო), ვერცხლოსნები (თეიმურაზ თოლორაია, ლუკა მუშკუდიანი) და ბრინჯაოს ბიჭები – (გიორგი ნადარეიშვილი, არჩილ ბასაძიშვილი) – ტურნირში 34 ქვეყანა მონაწილეობდა. მათ შორის ჩინეთი, იაპონია, კორეა, რუსეთი, ირანი, ინდოეთი და ა.შ.
2. 4-5 სექტემბერს საქართველომ უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადას ინფორმატიკაში (EJOI), რომელშიც 27 ქვეყნის 136 მოსწავლე მონაწილეობდა (ოფიციალური საიტი https://ejoi2020.ge). კოვიდის გამო შეჯიბრი ასევე ,,ონლაინ’’ ჩატარდა. ქართველმა მოსწავლეებმა ოქროს (ლუკა მოსიაშვილი), ვერცხლის (იაკობ რიგვავა) და ბრინჯაოს (ქეთა ციმაკურიძე) მედლები მოიპოვეს.
3. 4-7 სექტემბერს ახალგაზრდა ფიზიკოსთა33-ე საერთაშორისო ტურნირიIYPT 2020 გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ კომაროველები: რობიკო ცინცაძე ,ზურაბ უგულავა, ნიკა ნიკურაძე, ნიკა მალცევი
4. საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა მათემატიკის 61-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს 1, ვერცხლის 2, ბრინჯაოს 2 მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვა!
ნიკა ბირკაძე – ოქროს მედალი, თეიმურაზ თოლორაია – ვერცხლის მედალი, ლუკა მუშკუდიანი- ვერცხლის მედალი, ანა ონოფრიშვილი- ბრინჯაოს მედალი, ზაურ ბოკელავაძე- ბრინჯაოს მედალი, მიხეილ კვინიკაძე – საპატიო სიგელი.
5. საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ინფორმატიკის 32-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს 2, ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 1 მედალი მოიპოვა!
ინფორმატიკის32-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში87 ქვეყნის 343 მოსწავლე მონაწილეობდა. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ოლიმპიადა დისტანციურად ჩატარდა და მას ორგანიზება სინგაპურმა გაუწია. საერთაშორისო ოლიმპიადაზე თითო ქვეყნიდან 4 მოსწავლე მონაწილეობს და სასიხარულოა, რომ მედალი ოთხივე ქართველმა მოსწავლემ დაისაკუთრა.
საქართველოს ნაკრების ოთხივე წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდნენ:
ნიკა ბირკაძე – ოქროს მედალი,
თეიმურაზ თოლორაია – ოქროს მედალი,
არჩილ ბასაძიშვილი- ვერცხლის მედალი,
ლუკა მუშკუდიანი- ბრინჯაოს მედალი.
6. საერთაშორისო ნატურალისტთა ტურნირი(IYNT) 2020. ოქროს ბიჭები – ირაკლი მიროტაძე, ნიკა მალცევი და სანდრო ვაჩაძე
დაბოლოს, თქვენ წარმოიდგინეთ, წიგნების კითხვაც უყვართ, კომაროვის სკოლის გუნდი პირველი არხის პროექტის ,, წიგნების თაროს” მე-8 სეზონის გამარჯვებულია!
გამარჯვებული გუნდის წევრები არიან: დავით მოდებაძე, გიორგი უგულავა და ოთარ ირემაძე
შეგახსენებთ, რომ კომაროვის სკოლა “წიგნების თაროს” სამგზის გამარჯვებული და ერთგზის ფინალისტია.
მე- 11 კლასის მოსწავლე ლაშა შამუგიამ კი მეტად საინტერესო ბლოგი შექმნა ავიაციაზე :

https://www.facebook.com/aboutworldaviation

, რომელშიც შემოგვთავაზებს საავიაციო სიახლეებსა და საინტერესო თემებს ავიაციის შესახებ. ჩემს პოსტზე წამძღვარებული ფოტოც მან გადაიღო…

ლიზი არდაშელიამ ალბომი ჩაწერა – https://www.youtube.com/watch?v=RM-qrZ0SX0E…
მასწავლებლებმა რა დააშავეს? სკოლაში 6 მენტორის , 27 წამყვანისა და 42 უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგია.
დაგღალეთ, ბოდიში… გარეთ ცეცხლისფერი ნოემბერია , სწავლის დასრულებამდე რვა თვე დარჩა… ჯერ სადაა, მედლები კიდევ ,,დაიყრება”
შეხედეთ, რა ცაა…”  – დაწერა ლია გოგოხიამ.
გაზიარება147

დაკავშირებული -პოსტები

“ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა” – ირაკლი კუპრაძე

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
“ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და კრიზისს” – ირაკლი კუპრაძე
მთავარი

ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა - თუ შეეზღუდება უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ დამნაშავე პოლიტიკურ სახეებს, ეს იქნება სამართლიანი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

“ირანი მზად არის შეთანხმების დასადებად, თუმცა პირობები ჯერ საკმარისად კარგი არ არის” – ტრამპი

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მ ირანის ხარგის კუნძულზე ნავთობის ექსპორტის ცენტრს დაარტყა. ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმებმა კუნძულის დიდი ნაწილი „სრულიად გაანადგურა“ და რომ დარტყმები შემდგომშიც გაგრძელდება....

დაწვრილებითDetails

ნუცა ბუზალაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
ნუცა ბუზალაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სამწუხარო  ინფორმაციას ავრცელებს. ,,დიდი ტკივილით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩემი აღმზრდელი დეიდა, ჩემი მეორე დედა, ლია. პანაშვიდი გაიმართება კვირას და ორშაბათს. მისამართი: ონიაშვილის 18",- წერს მომღერალი.

დაწვრილებითDetails

შედეგები საგანგაშოა… – ზაზა თელია მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
შედეგები საგანგაშოა… – ზაზა თელია მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს
მთავარი

ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია საკვები დანამატების შესახებ წერს. „არის თუ არა დანამატების მიღება უსაფრთხო? საკვების დანამატების ბაზარი არცერთ ქვეყანაში არ რეგულირდება სახელმწიფო სტრუქტურებიდან ისე როგორც ეს ხდება მედიკამენტებთან მიმართებაში, აქედან...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, 12 მარტს გარდაიცვალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სანაგირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი თეოდოსი (მძელური). მონაზონი თეოდოსი სანაგირის მამათა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია – ვითარება სტიქიის ზონაში

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

სტიქიიდან მეოთხე დღეს, დამეწყრილ სოფელ კურსებში მუშაობას განაგრძობენ სპეციალისტები, სწორედ მათ რეკომენდაციებს ელოდებიან ხელისუფლებაში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით. მეწყრული პროცესები აქტიურია, რის გამოც მოქალაქეებს მოუწოდებენ დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს. უსაფრთხოების მიზნით...

დაწვრილებითDetails

ძლიერი ქარი, ზოგან თოვლი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

დღეს, 15 მარტს, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე...

დაწვრილებითDetails

ხანძრის დროს, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა… – ახმეტაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
ოკრიბასთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. თვითმხილველების ინფორმაციით, აალება სახურავიდან დაიწყო და მეორე სართულზე გავრცელდა. ხანძრის დროს, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც შედუღების სამუშაოებს ასრულებდა. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ...

დაწვრილებითDetails

დღეს რაგბი ევროპის ფინალში „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაგბი ევროპის ფინალური მატჩი მადრიდში, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაიცემა. ბორჯღალოსნების 23-კაციანი შემადგენლობა რაგბი ევროპის ფინალში,...

დაწვრილებითDetails

იტალია მოქალაქეობის მიღების წესებს ცვლის

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
იტალია მოქალაქეობის მიღების წესებს ცვლის
მთავარი

იტალიამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდოს მოქალაქეობის მიღების უფლება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიური წარმოშობის არიან, მაგრამ საზღვარგარეთ დაიბადნენ. CNN-ის ინფორმაციით, იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს მთავრობის პოზიციას 2025 წლის სადავო კანონთან დაკავშირებით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"