სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩაიძირა საინჟინრო გემი Fujing001, რომელზეც 30 მეზღვაური იყო. მაშველებმა სამი მათგანის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენების ბედი ამ დრომდე უცნობია.
მედიის ცნობით, ჩაძირვამდე, გემი ორ ნაწილად დაიშალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტაიფუნ „ჩაბას“ ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 144 კილომეტრს აღწევს, ხოლო ტალღების სიმაღლე 10 მეტრამდეა.










