სამწუხაროდ ქუთაისს ხელში შერჩა ბრიყვი და მასხარა ქალაქის მერი, რომელიც გაიბურდა თავის საქციელებში – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სამსონ გუგავამ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს გადაცემაში “დისკურსი” განაცხადა:
“გზების დაგება ერთ-ერთი უფლებაა თვითმმართველობის და ამათ შემხედვარე ცენტრალურმა ხელისუფლებამ ესეც წაართვა. ამ გზებს საგზაო დეპარტამენტი აგებს და არა ქალაქის თვითმმართველობა, ანუ იმდენად უფუნქციო, უხერხემლო თვითმმართველობა შერჩა ქუთაისს ხელში. ეს არის საზოგადოების დანაშაული, ვინც ესენი აირჩია, შესაბამისად მომვალ არჩევნებზე უფრო მეტი ყურადღებინთ უნდა მივუდგეთ, ასეთი ბრიყვები რომ არ შერჩეთ ხელისუფლებაში.” – განაცხადა გადაცემაში “დისკურსი” სამსონ გუგავამ.