“სამწუხაროდ, თავიდანვე ამ კანონპროექტს დახვდა უბრალოდ ყრუ კედელი, მათ შორის უცხოელი აქტორების მხრიდან და ნაცვლად იმისა, რომ ის კანონი და იდეა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს და რომელზეც თავად ევროკავშირიც მუშაობს, ეს იდეა განგვეხილა დეტალებში, ნაცვლად ამისა, იყო ყრუ კედელი, ბრენდირება კანონისა იმისთვის, რომ ემოციებით ემართათ პროცესი და არა გონივრული განსჯით და შინაარსით. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ გარკვეულ ტენდენციას და მზაობას შინაარსობრივი განხილვისა. მე როცა მქონდა შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, მქონდა ამაზე საუბარი, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ამ კანონს მესამე მოსმენით. ვიცით, რომ პრეზიდენტს ისედაც დაანონსებული აქვს ვეტო, ვეტო არის ის მექანიზმი, როდესაც თუ კი იქნება შინაარსობრივი მსჯელობის სურვილი და ახლა მაინც უცხოელი აქტორები გამოთქვამენ მზად ყოფნას, რომ ქართველ ხალხს დაელაპარაკონ შინაარსზე და არა უბრალოდ მათ შესთავაზონ ბრენდირება ამ კანონისა, თუ კი შევთანხმდებით რაღაც საკითხებზე, ვეტო არის ის მექანიზმი, რომლითაც შეიძლება შემდეგ ეს ასახული იყოს კანონში” – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კანონზე
ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა
ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა - ინფორმაციას ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლა ავრცელებს: "ჩვენი სამუსიკო სკოლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა-თბილისის კონსერვატორიიდან საჩუქრად გადმოგვეცა საკონცერტო როიალი,...










