LIVE TV
ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სამწუხაროა, რომ ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის ამჟამად დაძაბულია – ჰუბერტ ქნირშმ

დაპოსტა 2022/05/24-ში
46
ნახვა
გაზიარება
გზა ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ ჯერ კიდევ გრძელია. ის რაც ახლა, რამდენიმე კვირაში ევროპის საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, არის ამ გზის დასაწყისი , – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი ისევე დაჩქარდეს, როგორც ეს შესაძლოა უკრაინის შემთხვევაში მოხდეს, გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ გაწევრიანების გზა გრძელია და ამ გზაზე ბევრი ამოცანა შესასრულებელი, ხოლო რეფორმა კი განსახორციელებელი იქნება.

მისი თქმით, მომდევნო წლებში ნათელი გახდება, თუ ვინ შეძლებს ამ ამოცანების შესრულებას.

,,ის, რაც ახლა, რამდენიმე კვირაში ევროპის საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, არის ამ გზის დასაწყისი, არის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ერთად გვინდა ამ გზის გავლა, რათა ეს ქვეყნები გახდნენ ევროკავშირის წევრები. ამ გზაზე ბევრი ამოცანა იქნება შესასრულებელი, ბევრი რეფორმა იქნება გასატარებელი სამივე ქვეყანაში.

უკრაინაში ეს ამჟამად ძნელი განსახორციელებელია აქტუალური საომარი სიტუაციის პირობებში. მომდევნო წლებში ნათელი გახდება, ვინ შეძლებს ამ ცვლილებების განხორციელებას, ამ რეფორმების გატარებას, რომლებიც ქვეყნებს ისე შეცვლიან, რომ ისინი შეძლებენ ევროკავშირის წარმატებული წევრი ქვეყნები გახდნენ“, -აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.

ამასთან, დიპლომატი აღნიშნავს, რომ საქართველოს და უკრაინას შორის დაძაბულობა ახლა დროული არ არის და ყველა ქვეყნის პოლიტიკოსი უნდა დაფიქრდეს გამონათქვამებზე.

,,მართლაც სამწუხაროა, რომ ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის ამჟამად დაძაბულია და ეს ხდება იმ დროს, როდესაც ჩვენ გვაქვს უფრო დიდი პრობლემები და როდესაც ქართველი ხალხი ასე ნათლად და მრავალმხრივ გამოხატავს თავის სოლიდარობას და მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

იმედი მაქვს, რომ ეს დაძაბულობა სამთავრობო დონეზე მალე განიმუხტება, რომ საერთო ინტერესები დაძლევს ამ დაძაბულობას და ევროკავშირისაკენ გასავლელი საერთო გზა იქნება ამისათვის მოტივაცია.

ყველა ქვეყნის პოლიტიკოსები კარგად უნდა დაფიქრდნენ თავიანთ გამონათქვამებზე და საჯაროდ არ უნდა გააჟღერონ ის, რაც სრულიად უადგილო ტვირთად აწვება საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებს“, – განაცხადა ელჩმა.

ჰუბერტ ქნირშმა ასევე განმარტა, თუ რატომ ვერ აღმოჩნდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ერთი კვირის წინ, გერმანიაში გამართულ ,,დიდი შვიდეულის“ სამდღიან სამიტზე, სადაც მიწვეული იყვნენ უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები და აღნიშნა, რომ უკრაინა აწარმოებს ომს საკუთარ ტერიტორიაზე, მოლდოვას კი უხდება ლტოლვილების დიდ ნაკადთან გამკლავება.

მისი თქმით, საქართველო დაპატიჟებული იქნება ნატოს სამიტზე მადრიდში უკრაინასთან ერთად, რაც დადასტურება იქნება იმის, რომ ნატო და ევროპა საქართველოს სიტუაციას დიდ ყურადღებას აქცევს.

,, რუსეთის ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ ეხება მართლაც ყველა ქვეყანას ევროპაში, უსაფრთხოებას მთელს ევროპაში. ვიცით, რომ ეს საქართველოს განსაკუთრებით ეხება იმ სიტუაციაში, რომელიც თქვენ აღწერეთ.

ამ ჯერზე დაპატიჟებული იყო უკრაინაც, როგორც სტუმარი, ასევე მოლდოვა. უკრაინა აწარმოებს ომს საკუთარ ტერიტორიაზე, თავს იცავს აგრესიისაგან, მოლდოვას კი უხდება ლტოლვილების დიდ ნაკადთან გამკლავება და მძიმე შრომა უწევს იმისათვის, რომ შეძლოს მათი გამოკვება და დაბინავება.

საქართველო თავის მხრივ დაპატიჟებული იქნება რამდენიმე კვირაში ნატო-ს სამიტზე უკრაინასთან ერთად და ეს აჩვენებს, რომ ნატო და ევროპა დიდი ყურადღებას აქცევს საქართველოს სიტუაციას “, – განაცხადა ელჩმა.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

სასამართლომ ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა

ოქტომბერი 29, 2025
80
მთავარი

ბათუმის სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, ლევან ყოლბაიამ მიიღო. როგორც ყოფილი დეპუტატის ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე პროკურატურის მტკიცებულებებიდან...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ოქტომბერი 29, 2025
840
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 ოქტომბერს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში,...

დაწვრილებითDetails

დავით ტაბიძეს 300 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ოქტომბერი 29, 2025
74
მთავარი

სასამართლომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს აღკვეთს ღონისძიების სახით 300 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. ტაბიძეს აეკრძალა საზღვრის კვეთა, შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – ვალუტის განახლებული კურსი 30 ოქტომბრისთვის

ოქტომბერი 29, 2025
80
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7154 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7212 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0058...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნას აქვეყნებს

ოქტომბერი 29, 2025
52
მთავარი

2025 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომა.სხდომას ესწრებოდნენ:1. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - კომისიის თავმჯდომარე2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა...

დაწვრილებითDetails

თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაჯარიმდებით

ოქტომბერი 29, 2025
99
მთავარი

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი ახლოვდება. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 29, 2025
304
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ოქტომბერი 29, 2025
548
მთავარი

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გულწრფელი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და ერთგული მეგობარი, ბავშვთა ექიმი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა გელაძე. ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი კლებას განაგრძობს – რა ღირს 1 გრამი

ოქტომბერი 29, 2025
5.1k
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი მესამე დღეა კლებას განაგრძობს. თბილისის დროით 22:00 საათის მდგომარეობით, ბირჟებზე 1 უნცია ოქრო 3 964 დოლარად ივაჭრება. მიუხედავად იმისა, რომ დღის ჭრილში ფასი 1.02%-იან კლებას აჩვენებს,...

დაწვრილებითDetails

სექტემბერში 100-ლარამდე ხელფასი 10 516 ადამიანს ჰქონდა

ოქტომბერი 29, 2025
116
მთავარი

2025 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 3%-ით შემცირდა იმ პირების რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 100 ლარის ფარგლებში იყო. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში 100-ლარამდე ხელფასი 10 842 ადამიანს ჰქონდა, სექტემბერში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».