LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა 4-ჯერ უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე თავიდან გათვალისწინებული იყო – ვასო ურუშაძე

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა 4-ჯერ უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე თავიდან გათვალისწინებული იყო – ვასო ურუშაძე

დაპოსტა 2023/09/12-ში
A A
72
ნახვა
გაზიარება

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა 9 წელია, რაც მიმდინარეობს და ამ მდგომარეობით თითქმის 700 მილიონი ლარით მეტი, ანუ 4-ჯერ უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე თავიდან გათვალისწინებული იყო, პროექტის საბოლოო ბედი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია. სახეზეა კორუფციის, დაუდევრობის და გულგრილობის კლასიკური მაგალითი, ასე გამოიყურება ოლიგარქიული მმართველობა, რომლის მთავარი საყრდენიც კორუმპირებული ჩინოვნიკები არიან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამტრედია-გრიგოლეთის მთლიანი მონაკვეთის ღირებულება 2013 წლიდან 2023 წლამდე 3.8 – ჯერ გაიზარდა.

„ზუსტად 6 თვის წინ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა, ჩვენ გვახსოვს იმ დროისთვის ინფრასტრუქტურის მინისტრის აბსურდული არგუმენტები, რომ თითქოსდა ხიდის ჩანგრევა გამოიწვია უხვი ნალექის შედეგად რიონის ადიდებამ, რამაც თურმე ბოძებს ძირი გამოურეცხა. შემთხვევის ადგილიდან ირაკლი ქარსელაძე მოგვიწოდებდა, რომ არ გამოგვეტანა ნაადრევი დასკვნები, როგორც კი დაიწევდა მდინარე რიონის დონე გატარდებოდა ყველა საჭირო ღონისძიება, დაიდებოდა ექსპერტების დასკვნა და უმოკლეს ვადებში მოხდებოდა დაზიანებული ბურჯის აღდგენა. ნახევარ წელზე მეტი გავიდა ბატონო ირაკლი, რატომ არ დაიწყეთ აღდგენითი სამუშაოები? სად არის ექსპერტების დასკვნა? თუ მდინარე რიონის წყლის დონემ არ დაიწია?

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მთლიანი მონაკვეთის ღირებულება 2013 წლიდან 2023 წლამდე 3.8 – ჯერ გაიზარდა და ვადებში მრავალჯერ გადაიდო.

ჯერ კიდევ 2013 წელი ბიუჯეტის მიხედვით, გზის მშენებლობისთვის 237 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი 2016 წელს უნდა დასრულებულიყო.

შემდეგ 2017 წელის ბიუჯეტის მიხედვით 633 მლნ ლარით განისაზღვრა და გზის მშენებლობის დასრულების ვადად 2020 წლისათვის გადაიდო.

2020 წელის ბიუჯეტით, საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ჯამში 812 მლნ ლარი იყო უკვე განსაზღვრული და პროექტი 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

ბოლოს 2023 წელის ბიუჯეტის მიხედვით, გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის ჯამში 903 მლნ ლარია გათვალისწინებული და დასრულების თარიღმა კიდევ ერთი წლით 2024 წლამდე გადაიწია, ამ ვითარებაში კი უკვე პროგნოზის გაკეთებაც შეუძლებელია.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა 9 წელია რაც მიმდინარეობს და ამ მდგომარეობით თითქმის 700 მილიონი ლარით მეტი, ანუ 4-ჯერ უფრო ძვირი გვიჯდება ვიდრე თავიდან იყო გათვალისწინებული, პროექტის საბოლოო ბედი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

სახეზეა კორუფციის, დაუდევრობის და გულგრილობის კლასიკური მაგალითი, ასე გამოიყურება ოლიგარქიული მმართველობა, რომლის მთავარი საყრდენიც კორუმპირებული ჩინოვნიკები არიან“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

ილია II-ს დღეს დაკრძალავენ

by მეგა TV
მარტი 22, 2026
0
“ისე შემხვდა, თითქოს წლებია მიცნობდა” – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს დაკრძალავენ.   დაკრძალვის დღესთან დაკავშირებული სამზადისი სამებაში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, მათ შორის ეწყობა როგორც...

დაწვრილებითDetails

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვები შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. 22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის...

დაწვრილებითDetails

აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა
მთავარი

ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პატრიარქის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან
მთავარი

ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა...

დაწვრილებითDetails

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება
მთავარი

საქართველოში 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ აღინიშნება - პროფესიული თარიღი, რომელიც მედიის როლს, პასუხისმგებლობასა და განვითარებას უსვამს ხაზს. ეს დღე უკავშირდება პირველი ქართული გაზეთის - საქართველოს გაზეთი  გამოცემას, რომელიც 1819...

დაწვრილებითDetails

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება
მთავარი

„ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ - ამ სლოგანით აღინიშნება 2026 წელს, დაუნის სინდრომის დღე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ყოველი წლის 21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების...

დაწვრილებითDetails

სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი
მთავარი

“მე ვფიქრობ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი, მე პირადად ამის მომხრე ვარ… ” – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა- ამის შესახებ მარიამ ბეროძე წერს. "ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება."-...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"