მუნიციპალიტეტის მასშტაბით 24-ვე ბაგა-ბაღში, 354 000 ლარის სამუშაოები ტარდება. ბაგა-ბაღები საჭიროებისამებრ გადაიხურა და შემოირაგვა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადებს და ჯგუფებს, მოწესრიგდა სველი წერტილები, სამზარეულოები და გაყვანილობა. – ამის შესახევ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთან ხათუნა გაგუასთან ერთად N1, N2, N3, N5, N7 დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მუნიციპალტეტის მერის ვალერი ფოცხვერიას განცხადებით ,,ბაღები ჩვენთვის პრიორიტეტია, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საბავშვო ბაღებში პატარებს კიდევ უფრო უკეთესი პირობები ჰქონდეთ და მუნიციპალიტეტში არსებული 24 ბაგა-ბაღი თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.“
სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს ,,გუდა“ და ,,Georgian Company“ ასრულებს.
N-1 ბაგა-ბაღის მმართველის მარინა შენგელიას თქმით მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ბაღში ათეული წელია არ განხორციელებულა. მან კოლექტივის სახელით მუნიციპალტიეტის მერს ვალერი ფოცხვერიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყოველთვის გრძნობს მის გვერდით დგომას და გულისხმიერებას .
დღესვე მუნიციპალიტეტის მერმა კულაშში ამბულატორიის და მელაურში ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.