სამტრედიაში მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 23 წლის მამაკაცი დაიღუპა.
გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივი ბესო შარაშენიძეა.
შემთხვევა გუშინ, 25 აპრილს, გვიან ღამით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
ამავე ავარიისას სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო კიდევ ექვსმა პირმა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.









