სამტრედიაში აგრარული ბაზარი არსებული რეკომენდაციების სრული დაცვით გაიხსნა.აღნიშნულ ლოკაციაზე მიმდინარეობს მოქალაქეთა თერმოსკრინინგი. ბაზრის ადმინისტრაცია მომხმარებლებს მოუწოდებს, დაიცვან სოციალური დისტანცია.
➡️აგრარულ ბაზარში არსებულ ვითარებას დილიდან,მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
?„სისტემატურად კონტროლდება ის რეკომენდაციები, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს. ბაზარში მოქალაქეები იცავენ სოციალურ დისტანციას, ტარდება თერმოსკრინინგი. მერიის შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურად შეამოწმებენ აღნიშნულ პროცესსა და ბაზრის მუშაობას“, – განაცხადა, მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ.
➡️საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრებს სამუშაოს განახლების უფლება მიეცათ. თუმცა მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.










