LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს სასამართლოს მიიღოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება

სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს სასამართლოს მიიღოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება

დაპოსტა 2023/02/02-ში
A A
76
ნახვა
გაზიარება

ღია საზოგადოების ფონდი  განცხადებას მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ მდგომარეობასა და სასამართლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს :

 

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, კიდევ ერთხელ ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებას.

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, სააკაშვილის მდგომარეობის უკიდურეს გაუარესება დაფიქსირებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და სახალხო დამცველის სპეციალური კონსილიუმის მიერ. სახალხო დამცველის თანახმად, არსებობს სასჯელის გადავადების საფუძველი და მისი მკურნალობა მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკაშია შესაძლებელი. ეს დაადასტურეს სასამართლოში გამოკითხულმა მოწმეებმაც, კერძოდ:

 

  • ამერიკელი ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის განცხადებით, სააკაშვილს არასწორად მკურნალობენ და იგი საჭიროებს ქელატაციური თერაპიით დეტოქსიკაციას;
  • ჯეიმს კობიმ ჩამოთვალა სააკაშვილის დიაგნოზები და აღნიშნა, რომ თუ მკურნალობის დაგვიანდება, იგი მოძრაობის უნარს დაკარგავს;
  • თავად კლინიკა “ვივამედის” ნევროლოგმა, თამარ აბაშიძემ, განაცხადა, რომ ბოლო თვეებში სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი გაუარესება ნათელია სამედიცინო დასკვნებიდან და ექსპერტთა ჩვენებებიდან. მისი ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო ლეტალური შედეგის დადგომა, ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სასამართლოს , გაითვალისწინოს დარგის სპეციალისტთა დასკვნები და უმოკლეს ვადაში, მიიღოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება.

ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი და საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური კოლაფსი.

 

ხელმომწერები:

  1. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  2. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  3. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  4. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი
  5. მედიის განვითარების ფონდი
  6. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  7. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  8. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  9. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  10. პრევენცია პროგრესისთვის
  11. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  12. უფლებები საქართველო
  13. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  14. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  15. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  16. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  17. საფარი

 

თეგები: სააკაშვილიღია საზოგადოები ფონდი
გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
მთავარი

მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს...

დაწვრილებითDetails

16-წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის გამოყენებაზე აკრძალვა 2027 წლის გაზაფხულისთვის ამოქმედდება – დიდი ბრიტანეთი

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
დასაქმებულებს უფლება ეძლევათ, აღარ უპასუხონ უფროსის ზარებს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ – ავსტრალიაში ახალი კანონი მიიღეს
მთავარი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ 16-წლამდე ასაკის პირებს სოციალური მედიის გამოყენება აეკრძალებათ. სტარმერმა აღნიშნა, რომ რეგულაცია შობამდე იქნება მიღებული, აკრძალვა კი 2027 წლის გაზაფხულისთვის ამოქმედდება. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა...

დაწვრილებითDetails

რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს იმერეთში

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს იმერეთში
მთავარი

იმერეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად, ქუთაისში, ზესტაფონსა და ბაღდათში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. - ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

„ახლა საავადმყოფოშია”- ილია თოფურიასთან დაკავშირებით, UFC-ის ხელმძღვანელი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
„ახლა საავადმყოფოშია”- ილია თოფურიასთან დაკავშირებით, UFC-ის ხელმძღვანელი ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ილია თოფურიასთან დაკავშირებით, UFC-ის ხელმძღვანელი, დანა უაითი ინფორმაციას ავრცელებს. „ილია საავადმყოფოშია. ბევრი ზიანი მიიღო. ექიმი არ ვარ, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, რომ თვალბუდის ძვალი ჰქონდა ჩამტვრეული. დანამდვილებით არ ვიცი ჯერ, თუმცა ამას...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი “გემო ფესტს” უმასპინძლებს

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
ქუთაისი “გემო ფესტს” უმასპინძლებს
მთავარი

ქუთაისი “გემო ფესტს” უმასპინძლებს. ფესტივალი 26, 27 და 28 ივნისს ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ გაიამრთება. "გოჭიც იქნება, სხვა გადასარევი კერძებიც, ასეთივე მუსიკაც, გასართობებიც და შესანიშნავი აურაც. თან ეს ყველაფერი სამი...

დაწვრილებითDetails

ბაღდათი-კაკასხიდი-სოფელ ხანის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
ბაღდათი-კაკასხიდი-სოფელ ხანის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს
მთავარი

ბაღდათში, სოფელ ხანში მიმდინარეობს ქ.ბაღდათი-კაკასხიდი-სოფელ ხანის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის სრულმასშტაბიანი აღდგენა. სამუშაოების ღირებულება 4 779 779 ლარს შეადგენს და პროექტი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბაღდათის მუნიციპალიტეტის...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი საქსოფონისტი დაჩი ლაშქარეიშვილი ფესტივალის ,,რონდო კლასიკა” გამარჯვებული გახდა

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
ქუთაისელი საქსოფონისტი დაჩი ლაშქარეიშვილი ფესტივალის  ,,რონდო კლასიკა” გამარჯვებული გახდა
მთავარი

ქუთაისელი საქსოფონისტი დაჩი ლაშქარეიშვილი ფესტივალის ,,რონდო კლასიკა" გამარჯვებული გახდა - ინფორმაციას ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.  "ქუთაისის ნოდარ გაბუნიას სახელობის #4 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებები მოიპოვეს ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა კონკურს-ფესტივალზე...

დაწვრილებითDetails

მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და პოლიცია ეძებდა იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

მამაკაცი, რომელსაც კახეთში, პოლიცია და ოჯახი ეძებდა, უვნებელი იპოვეს. 39 წლის გიორგი გიორგანაშვილს, რომელსაც ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ, დღეს დილით ყვარლის ტყეში მიაგნეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ჯანმრთელი და უვნებელია. ამ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელი იაილაში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ სამ მაგნიტუდამდე შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"