LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა გაკეთდა და რისი გაკეთება იგეგმება ქუთაისში

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მოითხოვს გიორგი ჭიღვარიამ გააკეთოს მკაფიო განცხადება გადადგომის მიზეზებთან და პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით

დაპოსტა 2020/04/09-ში
A A
179
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო  მოითხოვს გიორგი ჭიღვარიამ გააკეთოს მკაფიო
განცხადება და მოახდინოს ქუთაისის მოსახლეობის ინფორმირება გადადგომის
მიზეზებთან და პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით – ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“მეგა ტვ” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე და ასევე
როგორც მუნიციპალიტეტის უმაღლესი არჩევითი თანამდებობის პირის სათათბირო
ორგანო, ვალდებულად მივიჩნევთ გამოვეხმაუროთ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერის- გიორგი ჭიღვარიას გადადგომის საკითხს და გამოვხატოთ ჩვენი გაკვირვება
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, 2018 წლის 19 ივნისს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი
ჭიღვარიას ბრძანების #1348 საფუძველზე შეიქმნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომელიც არის მერის სათათბირო ორგანო.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, კანონითა და
საბჭოს დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად
მუშაობდა ქალაქის მერთან გიორგი ჭიღვარიასთან, მის მოადგილეებთან, მერიის
ადმინისტრაციასთან და სამსახურებთან. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ფორმატში
არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი თუ საკითხი იქნა განხილული, რაზედაც შესაბამისი
რეკომენდაციები იქნა შემუშავებული და წარდგენილი.

საგულისხმოა, მერის აქტიური ჩართულობა საბჭოს საქმიანობის პროცესში და მისი
მაღალი მოტივაცია აქტიურად გაეგრძელებინა მუშაობა 2020 წელში დაგეგმილ
ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე, რომლებიც მან საბჭოს დეტალურად გააცნო
2019 წლის ანგარიშის წარდგენის დროს. ყოველივე ეს არ ქმნიდა გონივრულ ეჭვსაც კი, რომ მერი “საკუთარი” გადაწყვეტილებით გეგმავდა დაკავებული თანამდებობის
დატოვებას.

გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქის მერი მუნიციპალიტეტის უმაღლესი პოლიტიკური
თანამდებობის პირია, რომელსაც, პირდაპირი წესით არჩევის გამო, ქალაქის
მოსახლეობისგან მაღალი ლეგიტიმაცია აქვს მინიჭებული ქალაქ ქუთაისის მერის
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები მოვუწოდებთ:

  • ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გააკეთოს მკაფიო
    განცხადება და მოახდინოს ქუთაისის მოსახლეობის ინფორმირება გადადგომის
    მიზეზებთან და პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით;

 

  •  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის
    შემსრულებელ ირაკლი შენგელიას მოიწვიოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
    მერი გიორგი ჭიღვარია 10 აპრილს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
    დაგეგმილ რიგარეშე სხდომაზე რიგარეშე ანგარიშის წარსადგენად. აგრეთვე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს
    წევრები მივიჩნევთ, რომ:
  •  დღეს არსებულ ვითარებაში, როდესაც ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია ამავე დროს
    არის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელიც მისი მოულოდნელი გადადგომა ამძიმებს
    ქალაქის წინაშე არსებულ საორგანიზაციო და ლოგისტიკურ მდგომარეობას, რაც ამ
    ვითარებაში სწრაფ მართველობით გადაწყვეტილებებს მოითხოვს;
  • სასურველი იყო ქალაქ ქუთაისის მერს ასეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების
    მიღებისას (განსაკუთრებით მოცემულ ვითარებაში) ემსჯელა საბჭოსთან. ” – ნათქვამია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განცხადებაში.
გაზიარება121

დაკავშირებული -პოსტები

თავის ტვინის ანევრიზმის სკრინინგი ქუთაისში

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
თავის ტვინის ანევრიზმის სკრინინგი ქუთაისში
მთავარი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი 28 მარტს, 25 აპრილს და 30 მაისს, მოსახლეობას სთავაზობს თავის ტვინის ანევრიზმის MRI სკრინინგს — თანამედროვე, მაღალი სიზუსტის  აპარატურით, რაც კვლევის სანდოობას, ხარისხს და  სიცოცხლისთვის საშიში...

დაწვრილებითDetails

იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
წუწუნით და თხოვნებითაც დავიღალეთ – რატომ იხურება რძის მწარმოებელი კომპანია „შირაქი”
მთავარი

იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს  სააგენტოს კახეთის, იმერეთისა და აჭარის...

დაწვრილებითDetails

“გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართავს ავრცელებს. “გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა. ძალიან მოკლედ ვიტყვი; უახლესიდან დავიწყებ. სავარაუდოდ, ჩემი “ფეისბუქი” მალე...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და...

დაწვრილებითDetails

რუსეთის 22 წლის მოქალაქე საქართველოში, ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
რუსეთის 22 წლის მოქალაქე საქართველოში, ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, თბი­ლის­ში, სას­ტუმ­რო "Panorama 360 Hotel“-ში, 22 წლის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ალი­ნა კამ­ბა­რო­ვა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც უამ­რავ კი­თხვის ნი­შანს აჩენს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. გო­გო­ნას მამა მე­დი­ას­თან შვი­ლის ბოლო სა­ა­თებ­სა...

დაწვრილებითDetails

ზარების ავტორი ამბობდა დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია – სუს-ი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
სერბეთის მოქალაქეები, რომელთაც კავშირი აქვთ „რევოლუციურ სცენარებთან,“ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ
მთავარი

ზარების ავტორი ამბობდა დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია - სუს-ი განცხადებას ავრცელებს და წერს რომ პატრიარქის დაკრძალვის დღეს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა....

დაწვრილებითDetails

მოქალაქეები სიონის ტაძარში ილია მეორის საფლავზე დილიდან მიდიან

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
მოქალაქეები სიონის ტაძარში ილია მეორის საფლავზე დილიდან მიდიან
მთავარი

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საფლავზე, მრევლი პატივის მისაგებად დილიდან მიდის. სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურის, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანის, გიორგი ვაშალომიძის ინფორმაციით, ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე...

დაწვრილებითDetails

ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავი მანქანას შეეჯახა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავი მანქანას შეეჯახა
მთავარი

ნიუ-იორკის ლა-გუარდიას აეროპორტში ავარია მოხდა. ავიაკომპანია Air Canada-ს კუთვნილი Bombardier-ის ტიპის თვითმფრინავი, დაფრენის შემდეგ აეროპორტის სამსახურეობრივ მანქანას შეეჯახა. The New York Post-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 2 მეხანძრე მძიმედ დაშავდა....

დაწვრილებითDetails

უბედურ შემთხვევას 4 წლის გოგონა ემსხვერპლა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მცირეწლოვანს კარადა დაეცა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით. (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით). წყარო: პრაიმტაიმი

დაწვრილებითDetails

სამხრეთ კორეაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
სამხრეთ კორეაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
მთავარი

ტეხასის უნივერსიტეტისა და კორეის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა დინოზავრის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. აღმოჩენა ეფუძნება ნამარხს, რომელიც 3 წლის წინ კუნძულ აპჰეზე იპოვეს. თავდაპირველად მეცნიერებს ის მყარი ქანის ნატეხი ეგონათ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"