“არ მახსენდება, წულუკიანს ან კობახიძეს, ოდესმე ვინმე ეკრიტიკებინოს რუსეთის მთავრობიდან, მათი კრიტიკა გამუდმებით ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მიმართ ისმის” – ასე გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი დასავლელი პარტნიორების მიმართ “ქართული ოცნების” წევრების კრიტიკას.
“სამი ადამიანი, რომელსაც ისინი ახლა ებრძვიან საქართველოს დიდი მეგობრები არიან, არც ნაციონალური მოძრაობის და არც ქართული ოცნების, ისინი უბრალოდ აფასებენ სიტუაციას თქვენს ქვეყანაში.
სხვათა შორის, არ მახსენდება, წულუკიანს ან კობახიძეს ოდესმე ვინმე ეკრიტიკებინოს რუსეთის მთავრობიდან, მათი კრიტიკა გამუდმებით ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მიმართ ისმის, რუსეთის მიმართ კი არაფერი, რომელსაც თქვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, მათი თავდასხმის სამიზნედ არა პუტინის რეჟიმი, არამედ დასავლელი მეგობრები არიან ამოღებული“, – თქვა მან post factum-თან ინტერვიუში.
კრამერი ასევე გამოეხმაურა მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას.
“ამჟამინდელი მთავრობა თავს იკატუნებს, თითქოს ევროატლანტიკურ ერთობაში უნდა ინტეგრაცია, თუმცა ამის ნაცვლად, პუტინის პოლიტიკური კრებულიდან გვერდებს ზედმიწევნით მიჰყვება.
ავტორიტარული მიმართულებით მიდის და ევროატლანტიკურ ერთობას შორდება. ნიკა გვარამიას დაკავება უზარმაზარ ზიანს, არა მარტო ქართულ მედიას, არამედ მთელ ქვეყანას აყენებს.
უნდა შეჩერდნენ, უნდა შეწყვიტონ, თუ არადა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს მოთმინების ძაფი გაუწყდებათ და ამ საქმეში ჩართულ პირებს პერსონალურ სანქციებს დაუწესებენ“,- თქვა დევიდ კრამერმა.









