LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველო Microsoft Windows-ის ეკრანებზე გამოჩნდა

სამეგრელო-ზემო სვანეთში 29 მარტიდან ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეწყვეტს მოძრაობას

დაპოსტა 2020/03/28-ში
A A
181
ნახვა
გაზიარება

გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა და სოფლებში, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

„ხვალიდან, 29 მარტიდან ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობდა ჩვენს რეგიონში მთლიანად შეწყვეტს მოძრაობას. შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან ჯანდაცვის სფეროს, პოლიციის და სამხედრო ძალის წარმომადგენლებით. ჯგუფები მუშაობას დაიწყებენ უახლოეს დღეებში, შეიქმნება ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან.

ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3 პიროვნებაზე მეტი აუცილებლად შეჩერებული იქნება. მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით, ჩვენ ყველა მოქალაქეს გავაცნობთ რეკომენდაციებს. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად!

ჩვენ ამ ზომებს ვიღებთ იმის გამო, რომ არსებობს მოსალოდნელი რისკები. ჩვენ გვყავს ერთი დადასტურებული პაციენტი ზუგდიდში, თუმცა ყოველდღე, ყოველ წუთს ჩვენ ველოდებით სხვა ახალ შემთხვევებს, იმდენად რამდენადაც ფაქტიურად იმ, ინფორმაციის ფლობა თუ ვინ არის დაინფიცირებული, სხვას ვის გადასდებს – ამის პროგნოზირება ამ წუთს რთულია. ამდენად, ერთადერთი ძლიერი ინსტრუმენტი ვირუსთან საბრძოლველად, რომ არ გავრცელდეს ეპიდემია სწრაფი ტემპით არის ის, რომ დაიცვან ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია რაც გავეცით, აქედან უმთავრესია ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლში და გადაუდებელი შემთხვევის გარდა არ გამოვიდნენ სახლიდან.

არსებობს საფრთხეები, ეს საფრთხეები ძალიან დიდია, ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვართ საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს. სამწუხაროდ ის ინფორმაცია რაც ჩვენ იქიდან გვქვს არ არის სახარბიელო, მოსალოდნელია ჩვენი თანამოქალაქეების ვინც აფხაზეთში ცხოვრობს ჩვენს რეგიონში სამკურნალოდ გადმოსვლა, ყველა მოქალაქეს შესაბამისი დახმარება გაეწევა. ამისათვის მზად უნდა იყოს ინფრასტრუქტურა, ასევე მთლიანად გამართულად უნდა მუშაობდეს ყველა სამსახური.

ასევე მოგახსენებთ, იმ დადასტურებული შემთხვევის შესახებ, რაც ზუგდიდში გვაქვს – მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პიროვნება თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებოდა, ჩვენ ვერ დავრჩებით ამის იმედად. ყველა მისი გადაადგილება თურქეთიდან სახლამდე არ იყო უსაფრთხო, შესაბამისად ყველა ის მოქალაქე, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა ვიკვლევთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მივიღოთ ყველა ის ზომები, რომ შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება. მინდა განვმარტო, ეს ზომები არ არის ანალოგიური მარნეულის ვითარებისა. მარნეულში კომენდანტის საათია, პრაქტიკულად დაკეტილია მთლიანად ქალაქი, ჩვენ ამ ზომას არ მივმართავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედიანად ვიყოთ, როგორც ეს მოხდა დღეს, როდესაც გაირკვა, რომ საბედნიეროდ ოთხ ადამიანს არ დაუდასტურდა ვირუსი – ამ ფაქტის შემდეგ ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ ქალაქში და რაიონში მოძრაობამ მოიმატა.

ჩვენ, იძულებულები ვართ, გავატაროთ ეს ზომები, ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაიგებენ. ჯობია ახლა გავამკაცროთ და მივიღოთ მაქსიმალური ზომები, დავიცვათ სიფრთხილე, ვიდრე ხვალ და ზეგ გვქონდეს უმართავი პროცესები“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ტელეკომპანია ,,მაესტროს” პირდაპირ ეთერში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ასევე მოუწოდებს მედიკოსებსა და შესაბამისი პროფილის სტუდენტებს დახმარებისთვის. ,,ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება“ – მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა მაესტროს პირდაპირ ეთერში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

აღნიშნულ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

თეგები: კორონა ვირუსისამეგრელო ზემო სვანეთი
გაზიარება76

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

by მეგა TV
მარტი 29, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოს...

დაწვრილებითDetails

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 29, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღე ენერგიული და პროდუქტიულია. ახალი იდეები მარტივად მოდის, მაგრამ აჩქარება შეცდომებს მოგიტანთ — იმოქმედე ზომიერად.   კურო   ფინანსური საკითხები წინ წამოიწევს. კარგი დროა ბიუჯეტის გადახედვისთვის და გრძელვადიანი...

დაწვრილებითDetails

რატომ შეწყდა ბარიატრიული ოპერაციების დაფინანსება-რა ხდება ცნობილი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 28, 2026
0
რატომ შეწყდა ბარიატრიული ოპერაციების დაფინანსება-რა ხდება ცნობილი
მთავარი

"როგორ გაწირეს ქირურგებმა ბარიატრიული პროგრამა ანუ რატომ შეწყდა ბარიატრიული ოპერაციების დაფინანსება?"- წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქ გვერდი ყველაფერი მედიცინაზე "სისტემური „ჩავარდნა“ თუ ექიმების პასუხისმგებლობა. ​სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა ის, რაზეც უკვე ვსაუბრობდით:...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი ხევში გადავარდა – არიან დაშავებულები

by თამარა ქავთარაძე
მარტი 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ავარია სოფელ ახაშენში.  სამების ეკლესიის ზევით, ფაცხებთან, ავტომობილი ხევში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა 1 ადამიანი, 1 კი უგონო მდგომარეობაშია. არიან დაშავებულებიც. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო ,სახანძრო სამსახურები და სასწრაფო...

დაწვრილებითDetails

სამ დღიანი ძებნის შემდეგ მამაკაცი სამტრედიაში გარდაცვლილი იპოვეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 28, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

სამტრედიაში  სოფელ დიდ ჯიხაიში 28 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც ცნობილი ხდება ახალგაზრდა მამაკაცს  სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. „სამი დღე ეძებდნენ და დღეს ნახეს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი… საშინელი ტრაგედია...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც მამა პაისის ხატთან იკითხება

by მეგა TV
მარტი 28, 2026
0
ლოცვა, რომელიც მამა პაისის ხატთან იკითხება
მთავარი

წმინდა პაისი ათონელი (მთაწმინდელი) ქადაგებდა გულითად, უბრალო და მუდმივ ლოცვას, სადაც ადამიანი ქრისტესა და ღვთისმშობელს საკუთარი სიტყვებით ესაუბრება. იგი ხაზს უსვამდა გულწრფელი სინანულის, თავმდაბლობისა და ღამის სიჩუმეში ლოცვის მნიშვნელობას, რაც...

დაწვრილებითDetails

დუშეთში მკვლელობა მოხდა

by მეგა TV
მარტი 28, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

დუშეთში მკვლელობა მოხდა - პოლიციამ 1987 წელს დაბადებული პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი...

დაწვრილებითDetails

რამდენით გაძვირდა საწვავი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 28, 2026
0
რუსეთმა დღეიდან ბენზინის ექსპორტი 6 თვით აკრძალა
მთავარი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 112.6 დოლარით (+4.22%) განისაზღვრა, ამერიკული WTI...

დაწვრილებითDetails

ერთ დღეში ოქრო 111 დოლარით გაძვირდა – რა ღირს საქართველოში

by მეგა TV
მარტი 28, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი იზრდება. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 494 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 111 დოლარით მატებაზე მიუთითებს. Gold Price-ის მონაცემები აჩვენებს,...

დაწვრილებითDetails

მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 28, 2026
0
მოქალაქე  ავტო გამოცდაზე გამომცდელს დანით ემუქრებოდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს, ხოლო სამი პირი, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე უწყებიდან დაითხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"