შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 51 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორები.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. სუს-ის განცხადებით, დაკავებულმა...
ხონის ააიპ ტექსიკოსთა სახლის აღსაზრდელი თორნიკე ბექაური თურქეთში ქალაქ ანტალიაში ფიბონაჩის რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას Fibonacci International Robotics Olympiad საერთაშორისო ოლიმპიადაა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ოლიმპიადა მიზნად ისახავს...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) - შპს „ნთკ 2016“ (მის:...
მსოფლიო ბირჟებზე ოქრო მცირედით გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 716 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.40%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...
28 აპრილს გვეცოდინება სამი საპატრიარქო კანდიდატი, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, არ დაუშვებენ გარედან ჩარევას და თუ ასეთი ფაქტი იქნა შემჩნეული, პირობას...
უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. სააკაშვილი რამდენიმე...
შაბათს, 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის...
სოციალურ ქსელში პატარა გოგონას შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. „მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... არსებობენ პატარა გულები, რომლებიც დიდ სამყაროსაც კი ანათებენ და როცა ისინი ქრებიან, თითქოს მთელ ცას ეცვლება ფერი....
ვერძი დღეს, შესაძლოა, მოგიწიოთ საკუთარი ნაკლოვანებებისთვის მეტი ყურადღების დათმობა, მეტად მოთოკეთ საკუთარი ემოციები და აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, რათა არ დაკარგოთ ავტორიტეტი სხვების თვალში. კურო ნუ იქნებით იმპულსური და აგრესიული, რათა...