რა გველოდება თუკი ოპოზიცია პარლამტში არ შევა. ამის შესახებ მეგა ტვ-ის ჟურნალისტებმა კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ჩაწერეს. მისი თქმით, მართალია, პარლამენტს მნიშვნელოვნად შეუმცირდება პოლიტიკური ლეგიტიმაცია, მაგრამ ეს ვერ გახდება ხელახალი არჩევნების გამართვის წინაპირობა და მე-10 მოწვევის პარლამენტი ასე ნაკლული სახით გააგრძელებს თავის 4-წლიან ცხოვრებას. მისივე თქმით მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება მაგრამ ამასთან ბრძოლა საჭიროა სამათლებრივადაც -„მდგომარეობა შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს თუკი აქციების პარალელურად მიმდინარე ადგილი ექნება სამართლებრივ ბრძოლას და დოკუმენტურად დადასტურდება, რომ არჩევნები გაყალბდა.“-აღნიშნა მან.
3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს
3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა. ნათია იოსელიანის ინფორმაციით, შუალედური არჩევნები...









