2008 წლიდან ბრაზილიაში არალეგალურ შახტებში მონური შრომისგან 333 მუშა გადაარჩინეს. ინფორმაციას Mongabay ავრცელებს.
მისი ცნობით, 13 წლის მანძილზე სამართალდამცავმა ორგანოებმა ადამიანების მონობისგან გადასარჩენად 31 რეიდი ჩაატარეს. არალეგალური ოქროს საბადოების უმეტესობა პარას შტატში აღმოაჩინეს. იქ 12 ადამიანი გადაარჩინეს.
რეიდებში ჩართულმა სამართალდამცავები მუშებს სასტიკ მდგომარეობაში პოულობდნენ. მათ არ ჰქონდათ სათანადო საცხოვრებელი ოთახებისა და ტუალეტები. ისინი დაბინძურებულ წყალს სვამდნენ და მოძველებულ საჭმელს ჭამდნენ.
ბრაზილიის კანონის თანახმად, ასეთი პირობები მონურ შრომას წარმოადგენს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დატყვევებული ადამიანების უმეტესობა მაღაროებში მათი მფლობელების მიმართ ვალების გამო ხვდებოდა.










