“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ, რომელსაც ვულოცავ მე სრულიად საქართველოს, აქ მდგომ ადამიანებს, ვინც არ უნდა იყვნენ, რა მხარეს არ უნდა იდგნენ სხვა პოლიტიკურ საკითხებზე. ვულოცავ რეგიონებში მყოფ ადამიანებს, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩვენ მოქალაქეებს, რომელსაც ასევე უხარიათ დღევანდელი დღე. ეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად” | განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თავისუფლების მოედანზე “ოცნების” ღონისძიებას შეუერთდა.










