საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე მიიწვიეს. ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი, დონალდ ტრამპის მეგობარი ჯო უილსონი აქვეყნებს.
“როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, მადლობელი ვარ, რომ მივაწოდო მიწვევა პრეზიდენტ ზურაბიშვილს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად.
მე აღფრთოვანებული ვარ მისი სიმამაცით, რომელიც ივანიშვილისა და მისი მეგობრების – ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის – თავდასხმების პირისპირ აჩვენა” – წერს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი, დონალდ ტრამპის მეგობარი ჯო უილსონი X-ზე









