LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საკურთხეველი ახლა არის სრულიად დაუცველი – რა ხდება გელათში

საკურთხეველი ახლა არის სრულიად დაუცველი – რა ხდება გელათში

დაპოსტა 2025/02/28-ში
A A
26
ნახვა
გაზიარება

იმერეთში დიდთოვლობაა, რეგიონი სტიქიას ებრძვის და სწორედ ამ სტიქიის ქვეშ აღმოჩნდა გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომლის მდგომარეობაც უკვე წლებია მძიმეა.

გელათში არსებულ ვითარებაზე პოსტსა და ვიდეოს აქვეყნებს “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.

“2020 წელს, გელათის ძირითადი ტაძრის დრობითი გადახურვის დროს საკურთხევლის აფსიდი სახურავი თუნუქის ფენილით დაიფარა. (სურათი 1)

2024 წლის ივნისში, საპატრიარქოსთან არსებულმა კომიტეტმა ახალი გადახურვის მონტაჟამდე თუნუქის საფარველის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. (სურათი 2)
ერთი თვის მანძილზე, საკურთხევლის აფსიდი ღია ცის ქვეშ, უხარისხო კრამიტის იმედად იყო დატოვებული.
ახალი დროებითი გადახურვის სეგმენტის მოწყობის შემდეგ, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი ჩვენს მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეო მტკიცებულებების მიუხედავად კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ კრამიტის ფენილამდე ნალექი ვერ მიაღწევდა.
დღევანდელი ფოტო ასახვს კრამიტზე თოვლის უხვ რაოდენობას, რაც ინტერიერისთვის პირდაპირი საფრთხეა.
კრამიტის უხარისხობა ლაბორატორიულად არის დამტკიცებული.
ყველა კვლევა ადასტურებს გადახურვის მეთოდოლოგიურ წუნს.

თოვლის დნობა საფრთხეს უქმნის გელათის ძირითადი ტაძრის საკურთხევლის კონქის ღვთისმშობლის მოზაიკას, რომლის მდგომარეობა ისედაც უმძიმესია!”

“გუშინ გავრცელებული უმძიმესი სურათის ფონზე, “გამაბათილებელი” განცხადებებით გამორჩეული რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი დუმს.

ქვემოთ წარმოდგენილია:
რესტაცრაციის დროებითი კომიტეტის მიერ 2024 წლის აგვისტოში გავრცელებული განცხადების ნაწილი რითაც გვიმტკიცებდნენ რომ ლეიერის კონსტრუქციის მოწყობის გამო საკურთხევლის აფსიდის სახურავი სრულად დაზღვეულია ნალექისგან.
დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი კადრი, სადაც კარგად ჩანს რომ ლეიერის დროებითი გადახურვის კონსტრუქცია არათუ ვერ იცავს საკურთხევლის გადახურვას ნალექისგან, არამედ ის სრულად არის თოვლით დაფარული, რაც პირდაპირი რისკია ღვთისმშობლის მოზაიკისთვის‼️
დამდგარია უმძიმესი შედეგი, რაც იყო განჭვრეტადი და რაზეც 2024 წლის 3 ივნისის შემდეგ ვსაუბრობთ.
მხოლოდ ეს მძიმე ფაქტია საკმარისი, რომ კომიტეტის მუშაობა შეფასდეს, როგორც უკიდურესად დამაზიანებლი!” – წერს სოციალურ ქსელში “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.

გელათში წვიმისა და თოვის შედეგად წყალი 2016 წლის დეკემბერში ჩავიდა, რამაც ფრესკების ნაწილი დაზიანდა. სახურავი დაზიანდა 2019 წელსაც. მიზეზი უხარისხო მასალით გადახურვა იყო. მოგვიანებით, საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბრობდა, რომ გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წწ. შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. მათი თქმით, ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება – ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა. ამ განცხადებიდან მალევე, 2023 წლის 7 აპრილს, გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ კულტურულის სამინისტროსგან გადაიბარა.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღეა. ახალი საქმის დაწყება გაგიმარტივდება, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდე.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინე. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი სასარგებლო იქნება.   ტყუპები   საინტერესო სიახლე ან...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ახალგაზრდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.   გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.   დაჭრილი...

დაწვრილებითDetails

14 სექტემბერის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 სექტემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +26, +31°; მთაში...

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საუბარი ან პოზიციის დაფიქსირება. ემოციურად ნუ იჩქარებ, განსაკუთრებით საღამოს. კარიერულად კარგი დღეა კონკრეტული მოქმედებისთვის.   კურო კარგი დღეა პრაქტიკული საქმეების დასალაგებლად, გეგმების შესაცვლელად და ისეთი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   თბილისის დროით 00:10-ზე, ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.   მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +12, +17°,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"