ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხების ძალისმიერი გზით გადაჭრის სცენარი ნატოს და საქართველოს დღის წესრიგში კვლავ დგას.
ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრის შემდეგ ბჟანიამ კომენტარი გააკეთა საქართველოში ნატოს ეგიდით ჩატარებულ სამხედრო წვრთნებზე, რომელიც 6 აგვისტოს დასრულდა.
„სამწუხაროდ სწორი დასკვნები ვერ გამოიტანეს. ჩვენ მსგავსი წვრთნების შესაძლო შედეგებისთვის ვემზადებით, სერიოზულად ვსწავლობთ ნატოს და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოტენციალს“, – განაცხადა ბჟანიამ.
მისი თქმით, საქართველოში ჩატარებული რეგულარული წვრთნები მხარეებს შორის ნდობის აღდგენას ხელს არ უწყობს.
„ნდობის აღდგენა შეუძლებელია ქვემეხების და სამხედრო ხომალდების ხილვის ფონზე. ჩვენ ვხედავთ მათ ნამდვილ სახეს, მათ რეალურ მიზნებს. შესაბამისად ჩვენც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ბჟანიამ