კურორტ საირმეში უბედური შემთხვევის შედეგად ქართველი დამსვენებელი გარდაიცვალა.
გავრცებული ინფრომაციით, ქალს ოჯახის წევრი ფოტოს უღებდა, რა დროსაც დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.
ქალმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო, ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწაროფო და საპატრულო ეკიპაჟები. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.
ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია გადმოასვენბული და ექსპერტიზა უტარდება.