საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისას დასაქმებულის თვიური ანაზღაურება 300 ლარით განისაზღვრა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავიტაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით,საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შემთხვევაში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს 4 წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ შეუჩერდებათ. “ განსაზღვრულია აქაც ხელფასი – თვის განმავლობაში დამატებითი საზოგადოებრივი სამუშაო შესრულებისას განისაზღვრა 300 ლარით. ეს არის 300 დაუბეგრავი ლარი და სრულად აიღებენ დასაქმებულები ამ თანხას,“ – განაცხადა მინისტრმა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ იყო დეფიციტი ბევრ სამუშაო ადგილზე, მათ შორის, კერძო სექტორში, სოფლის მეურნეობაში, სამშენებლო სექტორში და ა.შ. ჩვენ ამ ინიციატივის ფარგლებში უნდა შევძლოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რადგან მუნიციპალიტეტების დონეზე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა. მათ შორის ბევრი სამუშაო ადგილი შეიძლება გაჩნდეს ჩვენი სამინისტროს მიმართულებით, ეს უკავშირდება ტყის მოვლას, დაცული ტერიტორიების მოვლას, სადაც ჩვენ ყოველთვის ვხედავთ სამუშაო ძალის დეფიციტს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს გარკვეული კვალიფიკაცია უნდა მივცეთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.