“ახალი ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარემ ქუთაისში ბრიფინგი გამართა. გოგი წულაია15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებული გამომძიებელის გათავისუფლებას გამოეხმაურა. წულაიას თქმით, უდოს გადაწყვეტიელბა პოლიტიკურ ნიშნებს ატარებს და სახელმწიფო მარიანა ჩოლოიანის გამოყენებას წინასაარჩევნოდ გეგმავს. მარიანა ჩოლოიანი 5 ივლისს გაათავისუფლეს. ფაქტს გამოეხმაურა ლუკა სირაძის ძმაც, რომელის თქმითაც მარიანა ჩოლოიანის განთავისუფლება მიუღებელი და დამცინავია. ჩოლოიანს ჩვენების იძულებით მიცემის ბრალდებით 2020 წლის სექტემბერში 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა.