LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სავაჭრო ცენტრების ერთობლივი მიმართვა

სავაჭრო ცენტრების ერთობლივი მიმართვა

დაპოსტა 2020/11/27-ში
A A
2.9k
ნახვა
გაზიარება

კომერციული უძრავი ქონების და რითეილის (საცალო) სექტორი საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსაქმებელს, ბიზნეს აქტივობის გენერატორს და ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს. ტურისტული ბაზრის კოლაფსით, სასტუმროების და რესტრონების შემდეგ, სწორედ რითეილის და კომერციული უძრავი ქონების სეგმენტმა განიცადა ყველაზე დიდი ზარალი და ფაქტიურად ყველა სავაჭრო ცენტრს და რითეილერს უწევს ფორს-მაჟორში თვითგადარჩენის რეჟიმში ფუნქციონირება. კერძოდ:

  • შემცირებულია ეკონომიკა: შემცირებულია რითეილ ბაზარი, შეცვლილია ბაზრის სტრუქტურა და ხდება მისი კატეგორიების სწრაფი ცვლილება; მკვეთრადაა გაუარესებული მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა და შემცირებულია მომხმარებელთა რაოდენობა; ამოწურულია საინვესტიციო რესურსი.
  • ვალუტის კურსის სწრაფი დევალვაციისა და არასტაბილური, არაპროგნოზირებადი სავაჭრო გარემოს გამო, შეუძლებელია გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება ლიკვიდური სეზონური პროდუქციისა და მარაგების შევსების ოპტიმალური დაგეგმვა, იზრდება არარეალიზებული პროდუქციის მოცულობა, რაც დამატებით ფინანსურ ზიანთან არის დაკავშირებული;
  • სავაჭრო ცენტრების უმრავლესობას ფაქტიურად სრულად აქვს ამოწურული  ინვესტირებისთვის და უწყვეტი ოპერირებისთვის საჭირო ბიუჯეტი. ხდება ადამიანური რესურსის გაზრდილი მოცულობის ყოველდღიურად მობილიზება, რაც საჭიროა სავაჭრო ცენტრის შეუფერხებლად ოპერირებისთვის  და ეს იწვევს მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებს.

მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობის შემდგომ, ჩვენ, ჩვენი ძალებით შევძელით შეგვენარჩუნებინა ფუნქციური ბიზნესი და ადამიანური რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი. მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა მოიჯარეები სავაჭრო ცენტრებში. როგორც ჩვენ, ასევე მოიჯარეებს, სამი თვის დანაკლისის აღდგენის იმედი გვქონდა წლის ყველაზე დატვირთულ წინასაახალწლო პერიოდში, რაზეც ვაკეთებდით ოპტიმისტურ პროგნოზებს.

  • ჩვენს სავაჭრო ცენტრებში პირდაპირ დასაქმებულია 2000–მდე თანამშრომელი (მოლის ადმინიტრაცია, მომსახურება), ხოლო მაღაზიებში პირდაპირ არის დასაქმებული 15000–მდე თანამშრომელი; სავაჭრო ცენტრში არაპირდაპირ დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა გაცილებით მეტია. ჩვენ, ჩვენი რესურსებით მოვახერხეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში თანამშრომელთა ამ რაოდენობის შენარჩუნება, თუმცა რესურსი სრულად, წინასწარ და გადაჭარბებით გახარჯულია. ასევე, ამოწურულია ყველა ის ლიმიტი, რაზე გათვლაც გვქონდა ოპერირების აღდგენიდან წლის ბოლომდე. ოპერირების შეზღუდვის პირობებში თანამშრომლების შენარჩუნებას ბიზნესი ვერ შეძლებს.
  • ფაქტიურიად ყველა სავაჭრო ცენტრს ექმნება მიმდინარე საბანკო ვალდებულებების მომსახურების პრობლემა და დღის წესრიგში დგას სესხების შემდგომი რესტრუქტურიზაციის აუცილებლობა. სავაჭრო ცენტრის ოპერირების აღდგენას სჭირდება ბევრად მეტი ფინანსური რესურსი და დრო  ჩაკეტვის პერიოდში მის მიერ გენერირებადი შესაძლო შემოსავლის ოდენობასთან შედარებით.

მოგეხსენებათ, სავაჭრო ცენტრები იცავენ  ვირუსთან ბრძოლისთვის საჭირო ყველა რეკომენდაციას. სავაჭრო ცენტრი ერთ–ერთი ყველაზე კარგად დაცული სავაჭრო გარემოა. აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტიც, რომ პანდემიის პერიოდში სავაჭრო ცენტრი არ გამხდარა  მნიშვნელოვანი ვირუსის   გავრცელების წყარო. კრიტიკულია, რომ დეკემბრის თვეში არ მოხდეს სავაჭრო ცენტრების დაკეტვა, რაც სრულად ჩამოშლის კომერციული უძრავი ქონების და საცალო ვაჭრობის სექტორს.

ყოველივე ზემოაღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, მათ შორის ბაზარზე არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების, რითეილერების მდგომარეობის, 2020 წელს სამ თვიანი ე.წ “ლოქდაუნის” პირობებში, ჩვენი თანამშრომლების მიმართ აღებული პასუხისმგებლობის და ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით – ტურისტული სექტორის მსგავსად, ჩვენთვისაც შემუშავდეს ანტი კრიზისული პაკეტი, რომელიც მოიცავს:

  • გაიხსნას და მიეცეთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშულაბა 15 დეკემბირდან  – 3 იანვრის ჩათვლით. დროის ამ მონაკვეთზე მომხმარებელთა გადანაწილება რეალურად შეამცირებს მასიური თავყრილობების რისკს და ინფექციის გავრცელების ალბათობას.
  • 2020 წლის ივლისში გადავადებული ქონების გადასახადის გაუქმება, რომლის გადახდის ვადაც იწურება 30 ნოემბერს. ეს საშუალებას მოგვცემს გამოთავისუფლებული თანხები მივმართოთ საოპერაციო სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ასევე მინიმუმ შემდგომი 4 თვის განმავლობაში შევინარჩუნოთ დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი.
  • 750 ლარამდე ხელფასზე დაწესებული საშემოსავლო გადასახადის გადახდაზე არსებული შეღავათის გაგრძელება 2021 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე.
  • ბანკებთან საკრედიტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებებში ეროვნული ბანკის ჩართვა და დახმარება, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება სესხების 12 თვიანი საშეღავათო პერიოდით რეფინანსირებაზე და ამავე დროს მინიმუმ 6 თვის საპროცენტო ხარჯის სუბსიდირება. ამ პერიოდში საბანკო სექტორი მიიღებს საპროცენტო შემოსავალს, რაც მათთვისაც კრიტიკულია.

ვაცხადებთ მზაობას, რომ ოპერატიულად გავაგრძელოთ მუშაობა სამთავრობო სტრუქტურებთან  სამუშაო ჯგუფის ფარგლებში და განვიხილოთ ყველა ზემოთ ნახსენები საკითხი, რომ ერთად ვიპოვიოთ შექმნილი კრიზისის მინიმალური დანაკარეგბით გადატანის გზები.

გალერია თბილისი

თბილისი მოლი

ისთ ფოინთი

თბილისი ცენტრალი

ქარვასლა

სიტი მოლი

გლდანი მოლი

გაზიარება1156

დაკავშირებული -პოსტები

გორში რამდენიმე ადამიანიბდაჭრეს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გორში, ცენტრალურ მოედანზე, ერთ-ერთ პაბ-რესტორანთან პოლიციაა მობილიზებული. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული რესტორნის შენობის პერიმეტრი. ამ დროისთვის, დაზუსტებით უცნობია, კონკრეტულად რა მოხდა რესტორანში, თუმცა ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ მოხდა დაჭრის...

დაწვრილებითDetails

სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
მთავარი

ოჯახის წევრები და ახლობლები წყალწითელაზე ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა კაცს გლოვობენ. ,,ვაიმე რამწარე ხარ და ყველას ტკივილო ათუკო შვილო 😥😥😥მოფრინავს შენი გამწარენილი დედა ამდილით ჩემი თბილი მაიკო როგორ გაამწარე როგორ ჩაგიკრას...

დაწვრილებითDetails

ზღვაში კაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

ქობულეთში 50 წლამდე კაცი ზღვაში დაიხრჩო - წინასწარი ინფორმაციით, პირს სავარაუდოდ, გული გაუსკდა. ცხედარი სანაპიროზე ზღვამ გამორიყა. მაშვეებმა ის უკვე ამოიყვანეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მისვლას ელოდებიან.

დაწვრილებითDetails

„წყალწითელა“ – რა იმალება მდინარის უცნაური სახელწოდების უკან?

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
„წყალწითელა“ – რა იმალება მდინარის უცნაური სახელწოდების უკან?
მთავარი

წყალწითელა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი მდინარეა, რომელიც ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მიედინება, ხოლო ქვემო დინებაში ქალაქ ქუთაისს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება. მდინარის უჩვეულო სახელწოდება წლების განმავლობაში არაერთ კითხვას აჩენდა და მის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია
მთავარი

მსოფლიოს საუკეთესო 100 კერძს შორის ქართული სამზარეულოდან მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა - ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის განახლებულ რეიტინგში. უფრო კონკრეტულად, 100 საუკეთესო კერძს შორის მწვადი 86-ე ადგილზეა 4.34 ქულით,...

დაწვრილებითDetails

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი ე.წ. შამფურით დაჭრეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

სისხლიანი დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის ჩხოროწყუში -  "პირველების" ინფორმაციით, სოფელ ხანწკში მოზარდი ე.წ. "შამფურით" დაჭრეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევას წინ  არასრულწლოვანებს შორის მომხდარი შელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული არასრულწლოვანის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

30 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს და ამ დღეს იკითხება მისივე ტროპარი და კონდაკი. ტროპარი: „ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო,...

დაწვრილებითDetails

უცნობი პირები მოქალაქეებს უკავშირდებიან – ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
მთავარი

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ამასთან, ისინი უკანონოდ იყენებენ ეროვნული ბანკის...

დაწვრილებითDetails

ივნისში 9 600 ლარზე მეტი ხელფასი 33 823 პირს ჰქონდა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
რამდენი ადამიანი იღებს 9 000 ლარზე მეტ ხელფასს საქართელოში
ეკონომიკა

2026 წლის ივნისში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა თვის ჭრილში 1.2%-ით, ხოლო წლიურად 2.8%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ბაზრის მიმოხილვაში. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ივნისში ყოველთვიურ ხელფასს...

დაწვრილებითDetails

გირაოთი ათავისუფლებენ ქალს, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

გირაოთი ათავისუფლებენ ქალს, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა - ინფორმაცას " ტვ პირველი" ავრცელებს.   https://www.youtube.com/watch?v=mjfWlBP9stU

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"