„კობახიძე პოლიტიკურ ტროლად ჩამოყალიბდა, რადგან არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ აქვთ ამ ადამიანებს, არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ ხალხის წინაშე, უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ ლიდერებს და პრემიერ-მინისტრს რომ ვხვდები, შეშინებულები არიან.
ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ მას არ აქვს უფლება იყოს პრემიერ-მინისტრი, კობახიძე ფიქრობს, რომ მას არ აქვს უფლება იყოს პარტიის თავმჯდომარე, პაპუაშვილი ფიქრობს, რომ მას არ აქვს უფლება იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ იეჭვიანოს და არ იფიქროს, რომ ამათმა მართლა დაიჯერეს, რომ ხელისუფლებას მართავენ და მაშინვე მოაშორებენ.
თოკით არიან დაბმულები, ძალიან მიშვებულიც არ ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, შეუძლიათ დაუღრიალონ სალომე ზურაბიშვილს. შიგნით არავინ არაფერს არ წყვეტს. მერე დასჯის ბიძინა და ამიტომ თამაშობენ მოკლე დისტანციაში.
პრეზიდენტს მიანიშნეს, რომ როგორც თვითონ არიან არც ისე გრძელი თოკებით მობმული, ისეთივე თოკი გაქვს შენც და ძალიან არ გაგიტკბეს პრეზიდენტად ყოფნაო.
არც შენ ხარ პრეზიდენტი, ყველა ერთი კაცის ნებას ვასრულებთ და არ დაგავიწყდეს, რომ ბიძინას წიაღში ყველა ერთი ვართო. განსხვავებული პოზიცია შეიძლება ჰქონდეთ რაღაც საკითხებზე სალომე ზურაბიშვილს და „ქართულ ოცნებას“,
მაგრამ ძალიანაც არ გაგიტკბეს ამ განსხვავებული პოზიციებში ყოფნა, თორემ დაისჯებიო. ჩამოგართმევთ ელჩების დანიშვნის ნაწილში დისკრეციას, ასევე სხვა მიმართულებითაც და საერთოდ გამოგკეტავთ სახლში და იქნები ფრანგი პენსიონერიო, ამას ეუბნებიან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.










