LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საერთაშორისო კონფერენცია “მედიის უსაფრთხოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არჩევნების დროს” გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენცია “მედიის უსაფრთხოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არჩევნების დროს” გაიმართა.

დაპოსტა 2021/10/16-ში
A A
76
ნახვა
გაზიარება

2021 წლის 15 სექტემბერს, კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ინიციატივით საერთაშორისო კონფერენცია “მედიის უსაფრთხოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არჩევნების დროს” გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები, ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

კოალიციის ინიციატივით ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა იმსჯელეს არჩევნების დროს მედიის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე. გთავაზობთ ამონარიდებს მომხსენებელტა გამოსვლებიდან.

“კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ინიციატივით, საერთაშორისო კონფერენციიის – “მედიის უსაფრთხოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არჩევნების დროს” ფორმატში თქვენთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად ვიმსჯელებთ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში მედია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს.

ცხადია, ჩვენ ასევე ვიმსჯელებთ ჟუნალისტების პირად და საქმიან უსაფრთხოებაზე.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებას მედიის მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით. დიდი პატივია გაცნობოთ კოალიციის გაფართოების შესახებ – დღეიდან ჩვენ 16 ორგანიზაციის შემადგენლობით გავაგრძელებთ მედიის დაცვას. ჩვენი წევრები გახდნენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სამართლიანი არჩევნები (ISFED)

მედიის განვითარების ფონდი MDF Media Development Foundation

Rights Georgia / უფლებები საქართველო

Media Rights • მედიის უფლებები

კოალიცია გააგრძელებს კომუნიკაციას მედიის დაცვის საკითხებით დაინტერესებულ ყველა ორგანიზაციასთან, რათა შევძლოთ მედიაგარემოს ცვლილებებისათვის პროფესიონალების კოორდინაცია” – ნათია კაპანაძე მედიის უფლებების დირექტორი, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის კოორდინატორი

“მთავარი გამოწვევა წინასაარჩევნო ონლაინ რეკლამა და ონლაინ სივრცეში ალგორითმების გამოყენებაა დღევანდელი დღის წესრიგში. წინასაარჩევნო ონლაინ რეკლამა ნათლად უნდა იყოს გამიჯნული სარედაქციო მასალისგან… კრიტიკულად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და პლურალისტული მედიის არსებობა, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნების განვიტარება აუდიტორიაში” – ჰელენა მანდიჩი, ბოსნია და ჰერცეგოვინას კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს მარეგულირებელი ორგანოების იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევროპული პლატფორმის (EPRA) ყოფილი თავმჯდომარე

“ვურჩევ საქართველოში არსებულ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომ აქტიურად ისარგებლონ ევროპის საბჭოს ჟურნალისტების დაცვის პლატფორმით. ეს პლატფრომა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომ მედია თანამეგობრობას მიეწოდოს ინფორმაცია საქართველოში ჟურნალისტების დაცვასთან დაკავშირებით. პლატფორმა ამავე დროს უზრუნველყოფს ევროპის საბჭოს და სახელმწიფოს თანამშრომლობას გამოწვევების აღმოსაფხვრელად” – თამუნა ხორბალაძე პროექტის უფროსი ოფიცერი, მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

“მედიას პოლარიზაციასა და ფიზიკურ უსაფრთხოებასთან ერთად მედიას სხვა გამოწვევაც აქვს – კორონავირუსი. მედიასაშუალებებს ფაქტიურად განახევრებული ძალებით უწევთ მუშაობა” – მარიამ გოგოსაშვილი აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

“კომუნიკაციების კომისიის მიერ ,,ალტ-ინფოს“ ავტორიზაციის მოდიფიცირების გადაწყვეტილება რისკებს შეიცავს. „სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად, ჯერ კიდევ 2018 წლიდან გამოიკვეთა ,,ალტ-ინფოს მიერ“ ფეისბუქის გვერდების მეშვეობით, ანტილიბერალური, ღიად ანტიდასავლური გზავნილების გავრცელების ფაქტები. უფრო მეტიც, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2020 წელს ფეისბუქმა პლატფორმიდან ჩამოხსნა „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული 50 ანგარიში, 49 გვერდი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამ გვერდი, რომლებიც ავრცელებდნენ სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანო გზავნილებს. განსაკუთრებით საგანგაშო იყო, 5-6 ივლისს თბილისში მომხდარი მასშტაბური ძალადობრივი აქციების ტალღა, რაც მათ შორის ,,ალტ-ინფოს“ ლიდერების მიერ იყო ორგანიზებული და საბოლოოდ ჟურნალისტებზე მასშტაბური ძალადობით დასრულდა” – ნინო დოლიძე, აღმასრულებელი დირექტორი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

“წინასაარჩევნო პერიოდში გამჭვირვალეობის უზრუნელყოფის მიზნით, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, სამართლადარღვევის ოქმების შედგენის შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს საჯარო სხდომაზე ყველა მონაწილის თანდასწრებით, ხოლო შედგენილ ოქმს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით სასამართლოს წარუდგენს” – ივანე მახარაძე, აუდიო-ვიზუალური მედია-მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი, კომუნიკაციების კომისია

“კონფერენციის მთავარი ფოკუსია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენ მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში ვიღებთ ყველაფერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გარდა, არც ერთ რეგიონულ მაუწყებლეს არ აქვს თანხმობა, რომ წინასაარჩევნო დებატეში ჩართული იქნება მმართველი გუნდის წარმომადგენლები” – ნათია კუპრაშვილი, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი

“მნიშვნელოვანია ისეთი მედიაგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ფუნქციონირებას” – მარიუს დრაგომირი, დირექტორი, მედიის, მონაცემთა და საზოგადოების ცენტრი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი

“არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან, დალუქვამდე პროცესი იქნება სრულად გადაღებული” – გიორგი სანტურიანი, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ცენტრალური საარჩევნო კომისია.

“პოლიტიკოსები მმართველი პარტიიდან კრიტიკულ მედიას ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავენ.მსგავსი გადაწყვეტილება ხელს უშლის როგორც მედიას, რადგან მას არ შეუძლია მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ასევე საზოგადოებას, რომელიც ამ მედიის მომხმარებელია და სურს მისთვის სასურველი მედიასაშუალებით გაეცნოს მრავალ განსხვავებულ აზრს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში” – კატერინა ბასილაია მედიის უფლებების თანადამფუძნებელი

“კრიტიკული Მედიის სამოქალაქო გმირობას ვხედავთ ყოველდღიურად, ისინი ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაში დგანან უკვე საკუთარი საქმიანობის განხორციელების დროს და მე, როგორც ერთმა მოქალაქემ მინდა მადლობა გადავუხადო მათ. Ის მედიები, რომლებიც სამთავრობო დღის წესრიგს ატარებენ არაფერი ღირებული არ მოაქვთ. Საზოგადოებამ უნდა მიიღოს ყველა ტიპის ინფორმაცია, რომ გაანალიზოს და გადაწყვიტოს როგორ ქვეყანაში უნდა იცხოვროს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს” – ეკა გიგაური, აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო “კონფერენციაზე განსახილველი საკითხები მედიის და ჟურნალისტების წინაშე მდგარი გამოწვევები, არა მხოლოდ საქართველოს გამოწვევაა, არამდე რეგიონის მთლიანობაში” – აღმასრულებელი დირექტორი, გუნტა სლოგა.

“რა გვასწავლა ლექსო ლაშქარავას ტრაგედიამ, იყო უპრეცედენტო სოლიდარობა ჟურნალისტებში და მთავარია ეს სოლიდარობა არ დარჩეს მხოლოდ პლაკატად” – მარინა ვაშაყმაძე, ევრონიუსის ევროპული ბორდის წევრი .

“საქართველო გარკვეული პერიოდი ითვლებოდა უსაფრთხო კუნძულად ჟურნალისტებისთვის და აქტივებტებისთვის სიტყვის თავისუფლების თვლსაზრისით, რეგიონში დისიდენტებისთვის. ეს ყველაფერი შეიცვალა 2017 წელს, როდესაც ავგან მუხთალის ფაქტი მოხდა” – ნინო რობაქიძე, IREX SAFE ინიციატივის ევრაზიის ცენტრის მენეჯერი

“მთავარი გამოწვევა მოქმედი ხელისუფლების პირდაპირი განზრახვაა საფრთხე შეუქმნას იმ ინსტიტუტებს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ხელისუფლებაში ყოფნას. საქართველო აღარ არის უსაფრთხო ქვეყანა, აღარც ჟურნალისტებისთვის, აღარც სამოქალაქო აქტივისტებისთვის, არავისთვის ვინც აკრიტიკებს ხელისუფლებას” – ედუარდ მარიკაშვილი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე

“ბოლო წლებში განსაკუთრებით იმატა მედიაზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებმა. მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებები არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს ხოლმე. საქმეების უმრავლესობა თაროზეა შემოდებული და ეს საქმეები სასამართლომდე არ მიდის” – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.

“თავისუფალი, სამართლებრივი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში მედიას ძალიან დიდი როლი უჭირავს” – საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია  დაინტერესებული პირთათვის ონლაინ ფორმატში, LIVE რეჟიმში იყო ხელმისაწვდომი:

https://www.facebook.com/watch/live/?v=185460793669072&ref=watch_permalink .

 

 

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"