LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საერთაშორისო კონფერენცია “მედიის უსაფრთხოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არჩევნების დროს” გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენცია “მედიის უსაფრთხოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არჩევნების დროს” გაიმართა.

დაპოსტა 2021/10/16-ში
A A
75
ნახვა
გაზიარება

2021 წლის 15 სექტემბერს, კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ინიციატივით საერთაშორისო კონფერენცია “მედიის უსაფრთხოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არჩევნების დროს” გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები, ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

კოალიციის ინიციატივით ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა იმსჯელეს არჩევნების დროს მედიის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე. გთავაზობთ ამონარიდებს მომხსენებელტა გამოსვლებიდან.

“კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ინიციატივით, საერთაშორისო კონფერენციიის – “მედიის უსაფრთხოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არჩევნების დროს” ფორმატში თქვენთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად ვიმსჯელებთ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში მედია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს.

ცხადია, ჩვენ ასევე ვიმსჯელებთ ჟუნალისტების პირად და საქმიან უსაფრთხოებაზე.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებას მედიის მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით. დიდი პატივია გაცნობოთ კოალიციის გაფართოების შესახებ – დღეიდან ჩვენ 16 ორგანიზაციის შემადგენლობით გავაგრძელებთ მედიის დაცვას. ჩვენი წევრები გახდნენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სამართლიანი არჩევნები (ISFED)

მედიის განვითარების ფონდი MDF Media Development Foundation

Rights Georgia / უფლებები საქართველო

Media Rights • მედიის უფლებები

კოალიცია გააგრძელებს კომუნიკაციას მედიის დაცვის საკითხებით დაინტერესებულ ყველა ორგანიზაციასთან, რათა შევძლოთ მედიაგარემოს ცვლილებებისათვის პროფესიონალების კოორდინაცია” – ნათია კაპანაძე მედიის უფლებების დირექტორი, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის კოორდინატორი

“მთავარი გამოწვევა წინასაარჩევნო ონლაინ რეკლამა და ონლაინ სივრცეში ალგორითმების გამოყენებაა დღევანდელი დღის წესრიგში. წინასაარჩევნო ონლაინ რეკლამა ნათლად უნდა იყოს გამიჯნული სარედაქციო მასალისგან… კრიტიკულად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და პლურალისტული მედიის არსებობა, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნების განვიტარება აუდიტორიაში” – ჰელენა მანდიჩი, ბოსნია და ჰერცეგოვინას კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს მარეგულირებელი ორგანოების იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევროპული პლატფორმის (EPRA) ყოფილი თავმჯდომარე

“ვურჩევ საქართველოში არსებულ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომ აქტიურად ისარგებლონ ევროპის საბჭოს ჟურნალისტების დაცვის პლატფორმით. ეს პლატფრომა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომ მედია თანამეგობრობას მიეწოდოს ინფორმაცია საქართველოში ჟურნალისტების დაცვასთან დაკავშირებით. პლატფორმა ამავე დროს უზრუნველყოფს ევროპის საბჭოს და სახელმწიფოს თანამშრომლობას გამოწვევების აღმოსაფხვრელად” – თამუნა ხორბალაძე პროექტის უფროსი ოფიცერი, მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

“მედიას პოლარიზაციასა და ფიზიკურ უსაფრთხოებასთან ერთად მედიას სხვა გამოწვევაც აქვს – კორონავირუსი. მედიასაშუალებებს ფაქტიურად განახევრებული ძალებით უწევთ მუშაობა” – მარიამ გოგოსაშვილი აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

“კომუნიკაციების კომისიის მიერ ,,ალტ-ინფოს“ ავტორიზაციის მოდიფიცირების გადაწყვეტილება რისკებს შეიცავს. „სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად, ჯერ კიდევ 2018 წლიდან გამოიკვეთა ,,ალტ-ინფოს მიერ“ ფეისბუქის გვერდების მეშვეობით, ანტილიბერალური, ღიად ანტიდასავლური გზავნილების გავრცელების ფაქტები. უფრო მეტიც, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2020 წელს ფეისბუქმა პლატფორმიდან ჩამოხსნა „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული 50 ანგარიში, 49 გვერდი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამ გვერდი, რომლებიც ავრცელებდნენ სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანო გზავნილებს. განსაკუთრებით საგანგაშო იყო, 5-6 ივლისს თბილისში მომხდარი მასშტაბური ძალადობრივი აქციების ტალღა, რაც მათ შორის ,,ალტ-ინფოს“ ლიდერების მიერ იყო ორგანიზებული და საბოლოოდ ჟურნალისტებზე მასშტაბური ძალადობით დასრულდა” – ნინო დოლიძე, აღმასრულებელი დირექტორი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

“წინასაარჩევნო პერიოდში გამჭვირვალეობის უზრუნელყოფის მიზნით, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, სამართლადარღვევის ოქმების შედგენის შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს საჯარო სხდომაზე ყველა მონაწილის თანდასწრებით, ხოლო შედგენილ ოქმს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით სასამართლოს წარუდგენს” – ივანე მახარაძე, აუდიო-ვიზუალური მედია-მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი, კომუნიკაციების კომისია

“კონფერენციის მთავარი ფოკუსია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენ მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში ვიღებთ ყველაფერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გარდა, არც ერთ რეგიონულ მაუწყებლეს არ აქვს თანხმობა, რომ წინასაარჩევნო დებატეში ჩართული იქნება მმართველი გუნდის წარმომადგენლები” – ნათია კუპრაშვილი, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი

“მნიშვნელოვანია ისეთი მედიაგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ფუნქციონირებას” – მარიუს დრაგომირი, დირექტორი, მედიის, მონაცემთა და საზოგადოების ცენტრი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი

“არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან, დალუქვამდე პროცესი იქნება სრულად გადაღებული” – გიორგი სანტურიანი, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ცენტრალური საარჩევნო კომისია.

“პოლიტიკოსები მმართველი პარტიიდან კრიტიკულ მედიას ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავენ.მსგავსი გადაწყვეტილება ხელს უშლის როგორც მედიას, რადგან მას არ შეუძლია მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ასევე საზოგადოებას, რომელიც ამ მედიის მომხმარებელია და სურს მისთვის სასურველი მედიასაშუალებით გაეცნოს მრავალ განსხვავებულ აზრს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში” – კატერინა ბასილაია მედიის უფლებების თანადამფუძნებელი

“კრიტიკული Მედიის სამოქალაქო გმირობას ვხედავთ ყოველდღიურად, ისინი ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაში დგანან უკვე საკუთარი საქმიანობის განხორციელების დროს და მე, როგორც ერთმა მოქალაქემ მინდა მადლობა გადავუხადო მათ. Ის მედიები, რომლებიც სამთავრობო დღის წესრიგს ატარებენ არაფერი ღირებული არ მოაქვთ. Საზოგადოებამ უნდა მიიღოს ყველა ტიპის ინფორმაცია, რომ გაანალიზოს და გადაწყვიტოს როგორ ქვეყანაში უნდა იცხოვროს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს” – ეკა გიგაური, აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო “კონფერენციაზე განსახილველი საკითხები მედიის და ჟურნალისტების წინაშე მდგარი გამოწვევები, არა მხოლოდ საქართველოს გამოწვევაა, არამდე რეგიონის მთლიანობაში” – აღმასრულებელი დირექტორი, გუნტა სლოგა.

“რა გვასწავლა ლექსო ლაშქარავას ტრაგედიამ, იყო უპრეცედენტო სოლიდარობა ჟურნალისტებში და მთავარია ეს სოლიდარობა არ დარჩეს მხოლოდ პლაკატად” – მარინა ვაშაყმაძე, ევრონიუსის ევროპული ბორდის წევრი .

“საქართველო გარკვეული პერიოდი ითვლებოდა უსაფრთხო კუნძულად ჟურნალისტებისთვის და აქტივებტებისთვის სიტყვის თავისუფლების თვლსაზრისით, რეგიონში დისიდენტებისთვის. ეს ყველაფერი შეიცვალა 2017 წელს, როდესაც ავგან მუხთალის ფაქტი მოხდა” – ნინო რობაქიძე, IREX SAFE ინიციატივის ევრაზიის ცენტრის მენეჯერი

“მთავარი გამოწვევა მოქმედი ხელისუფლების პირდაპირი განზრახვაა საფრთხე შეუქმნას იმ ინსტიტუტებს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ხელისუფლებაში ყოფნას. საქართველო აღარ არის უსაფრთხო ქვეყანა, აღარც ჟურნალისტებისთვის, აღარც სამოქალაქო აქტივისტებისთვის, არავისთვის ვინც აკრიტიკებს ხელისუფლებას” – ედუარდ მარიკაშვილი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე

“ბოლო წლებში განსაკუთრებით იმატა მედიაზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებმა. მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებები არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს ხოლმე. საქმეების უმრავლესობა თაროზეა შემოდებული და ეს საქმეები სასამართლომდე არ მიდის” – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.

“თავისუფალი, სამართლებრივი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში მედიას ძალიან დიდი როლი უჭირავს” – საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია  დაინტერესებული პირთათვის ონლაინ ფორმატში, LIVE რეჟიმში იყო ხელმისაწვდომი:

https://www.facebook.com/watch/live/?v=185460793669072&ref=watch_permalink .

 

 

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის N24 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 13, 2025
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის N24 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, ტრაგიკულად დაიღუპა მათი მოსწავლე ნინო მაჩალაძე . სსიპ-ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი მოსწავლის ნინო მაჩალაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებთ...

დაწვრილებითDetails

“საქმე ეხება მცოცავ ოკუპაციას” – რა ხდება გორდსა და კინჩხაში

by მეგა TV
მაისი 13, 2025
0
“საქმე ეხება მცოცავ ოკუპაციას” – რა ხდება გორდსა და კინჩხაში
მთავარი

გორდის მაცხოვრებლები მარტვილის მუნიციპალიტეტში მათი სოფლის საზღვრების მოქცევაზე წუხან . ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ, უცვლელად გთავაზობთ მათ პოსტს : გორდელებო, კინჩხელებო გამოფხიზლდით. მალე შეიძლება მარტვილის მუნიციპალიტეტში აღმოვჩნდეთ. შეიძლება ეს...

დაწვრილებითDetails

კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები – ირაკლი კობახიძე ტრამპსა და ჯეი დი ვენსს

by მეგა TV
მაისი 13, 2025
0
მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით – კობახიძე პრეზიდენტს
მთავარი

კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს - ხალხისთვის გასაკვირია, რომ...

დაწვრილებითDetails

” ჩვენ გვმართავენ ფსიქოპათები… ან სამშობლო, ან ბიძინა, ასეთია არჩევანი” – ნიკა გვარამია

by მეგა TV
მაისი 13, 2025
0
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა, რომ პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს-ნიკა გვარამია
მთავარი

ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს. ან სამშობლო, ან ბიძინა - ასეთია არჩევანი,- ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რითაც ის აშშ-ის მთავრობას მიმართავს. გვარამია „ფეისბუქზე“ კობახიძის წერილს...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 13, 2025
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

13 მაისს მთელი საქართველოს მასშტაბით, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. ამინდი ქალაქების მიხედვით: გაგრა +14 - წვიმა სოხუმი +14 - წვიმა ზუგდიდი +14 - წვიმა მესტია +9...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა

by მეგა TV
მაისი 13, 2025
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს.   როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს...

დაწვრილებითDetails

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 13, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ეს დღე შეგიძლიათ, მიუძღვნათ შემოქმედებით საქმიანობას, დაიწყეთ რომანის, ან მოთხრობების წერა, ან თუნდაც დისერტაციაზე მუშაობა, რადგან თქვენში მატულობს შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარები. კურო გამოიყენეთ ეს დღე მიწასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის....

დაწვრილებითDetails

“თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას დღის ბოლომდე არ დათანხმდება, სანქციების მომზადებას დავიწყებთ”- გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი

by მეგა TV
მაისი 12, 2025
0
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოვუწოდებთ საქართველოს კურსი შეცვალოს!
მთავარი

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, სტეფან კორნელიუსის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას დღის ბოლომდე არ დათანხმდება, მაშინ ბერლინი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადების პროცესს დაიწყებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის...

დაწვრილებითDetails

“რუსეთთან ულტიმატუმების ენით საუბარი არ შეიძლება” – დიმიტრი პესკოვი

by მეგა TV
მაისი 12, 2025
0
აშკარაა, რომ ახლა, როცა იაპონია გახდა რუსეთისთვის არამეგობრული ქვეყანა | დიმიტრი პესკოვი
მთავარი

ულტიმატუმების ენით საუბარი რუსეთისთვის მიუღებელია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გერმანიის მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ რუსეთი უკრაინაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დღის ბოლომდე...

დაწვრილებითDetails

როდიდან გამოიდარებს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 12, 2025
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"