ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო – აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ქუთაისში, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრა 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ყველა მოქალაქისთვის უფასოა.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™️) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.