დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც თანამდებობას მალე დატოვებს, შესაძლოა, ნატო-ს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს, – ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც ჯონსონი პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დარჩეს მაღალი თანამდებობის გარეშე, განსაკუთრებით უკრაინის მიმართ მისი ძლიერი მხარდაჭერის ფონზე, რომელმაც აჩვენა პოლიტიკოსის ძლიერი ლიდერული თვისებები.
The Telegraph-ის მიხედვით, ჯონსონის წარდგენას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე კანდიდატად მხარს უჭერენ თავდაცვის კომიტეტის წევრები რიჩარდ დრაქსი და მარკ ფრანსუა.










