დაკარგული 7 წლის ბიჭის მამა ვალერი მსმოიანი პოლიციას სწრაფი რეაგირებისთვის მადლობას უხდის. როგორც მან AMBEBI.GE-ს განუცხადა, მისი შვილი სამგორის ტეროტორიაზე, სამარშუტო ტაქსიში იპოვეს.
“ძალიან მადლიერი ვარ პოლიციის, განყოფილებაში მგონი არავინ დარჩა, ყველა ფეხზე დადგა და სამარშუტო ტაქსიში იპოვეს ჩემი შვილი. აუტისტური სპექტრის არის.
ცნობისთვის, ბიჭის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. იგი ბოლოს სამგორის მეტროს ტერიტორიაზე ნახეს. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ და საზოგადოებას დახმარებას სთხოვდნენ.










