,,ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობა გრძელდება. აქტივისტები ნამოხვანში დაბრუნებას და კარვის გაშლას გეგმავენ. ისინი სახელმწიფო რწმუნებულს იმერეთში, ზვიად ჩალამბერიძეს შეხვდნენ, რათა გაუგებრობები აიცილონ.
მხარეები განიხილავენ გუმათიდან სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების შემთხვევაში, სად დადგამენ „რიონის ხეობის მცველები“ კარვებს და სად გაგრძელდება პროტესტი.
ფოტო: „პუბლიკა“