გორის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ბიძინაშვილის შვილი ლუკა ბიძინაშვილი გორში გამოკითხვაზე იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, საქმე ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტს ეხება, რის გამოც სამართალდამცველებმა ლუკა ბიძინაშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
ოპოზიციის ადგილობრივ წარმომადგენლებზე დაყრდნობით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა ბიძინაშვილი პოლიტიკური ნიშნით გაიტაცეს.
შემთხვევა 28 სექტემბერს საღამოს საათებში მოხდა.








