მას შემდეგ რაც ტაილანდში მარიხუანა აკრძალული ნარკოტიკების სიიდან ამოიღო, მოქალაქეებს ახლა უკვე შეუძლიათ კანაფის მცენარეების მოყვანა და გაყიდვა. სტუმრებს შეეძლებათ შეუკვეთონ კანაფის შემცველი კერძები და სასმელები რესტორნებში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მთავრობა იმედოვნებს, რომ ადგილობრივი კანაფის ვაჭრობის განვითარება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობას და ტურიზმს.
”ეს არის შესაძლებლობა ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის, მიიღონ შემოსავალი მარიხუანასა და კანაფიდან”, – თქვა ანუტინ ჩარნვირაკულმა, ვიცე-პრემიერმა და ჯანდაცვის მინისტრმა, გასულ თვეში თავის სოციალურ მედიაში.
მიუხედავად კანონების შემსუბუქებისა, მარიხუანას რეკრეაციული, გასართობი, დასასვენებელი მიზნებით გამოყენება ისევ აკრძალული რჩება. ახალი წესი ძალაში 9 ივნისიდან შევიდა.









