კონკურსს ,,საგზაო უსაფრთხოება,, ხონის სათემო განათლების ცენტრი ატარებს:
“
თუ ხარ 17 ან 18 წლის და ხარ ყველაზე გამბედავი , კრეატიული, ნიჭიერი, გონიერი, შემოქმედი, მიზანსწრაფული (ზარმაცებსაც ეძლევათ შანსი ) მოიპოვე მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული სწავლების დაფინანსება.

როგორ? 5 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით , საგზაო უსაფრთხების თემაზე დაწერე ესე , ან მოთხრობა, ან ფრთიანი გამონათქვამი, გახდი საუკეთესო და მოიპოვე სტიპენდია.

დაჯილდოვდება ორი საუკეთესო ნაშრომის ავტორი. გამარჯვებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები და დაუფინანსდებათ მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა.

ნაშრომები გამოქმეყნდება ადგილობრივ გაზეთებსა და სოციალურ მედიაში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ასოციაცია ,, ქართველები საფრანგეთში,,.

გისურვებთ წარმატებას!” – წერს ხონის სათემო განათლების ცენტრი.