„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი პირადად იმყოფებოდა კომპანია „მაგირუსის“ ქარხანაში და ახალი სახანძრო მანქანის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.
სახანძრო მანქანები, რომელიც სპეციალურად საქართველოსთვის არის შექმნილი, ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდება. ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები განკუთვნილია ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ყველა შესაბამისი თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია აღჭურვილობისა და სპეცტექნიკის განახლების არაერთი პროექტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
“გაერთიანების გადაწყვეტილება “ძლიერი საქართველოს” და “გახარია – საქართველოსთვის” ხელშია. ხვალ ვეპატიჟები ორივეს, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი გაიმართოს” -სალომე ზურაბიშვილი
"გაერთიანების გადაწყვეტილება "ძლიერი საქართველოს" და "გახარია - საქართველოსთვის" ხელშია. ხვალ, ორბელიანების სასახლეში, ვეპატიჟები ორივეს, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი გაიმართოს" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. საქართველოს...