საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ აღარ გახანგრძლივდება, თუმა გარკვეული შეზღუდვები კვლავ დარჩება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად, პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით”, – განაცხადა გახარიამ.