“პირველების” ინფორმაციით, საბურთალოზე ანგარიშსწორებას წინ შელაპარაკება და ხელჩართული ჩხუბი უძღოდა, რის შემდეგადაც ორმა პირმა ერთმანეთი დაჭრა.
ამ წუთებში, საბურთალოზე საგამოძიებო მოქმედებები მიდის. ადგილზე მობილიზებული პოლიცია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.