BBC-ის ცნობით, საბერძნეთში ხანძრის კერები უკონტროლოდ მძვინვარებს. მთავრობა ხალხს საცხოვრებლების დატოვებისკენ მოუწოდებს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხანძრის 154 კერას ებრძვიან. ვითარებას ართულებს მაღალი ტემპერატურაც. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, ერთი კვირის განმავლობაში, ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებდა. არაპროგნოზირებადი ქარის გამო, ყველაზე დიდი ხანძრები ათენის ჩრდილოეთით მძვინვარებს. ხანძრებია კუნძულ ევიასა და ოლიმპიური თამაშების სამშობლოში – ოლიმპიაშიც.
ევროკავშირის კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან იტალიაში, საბერძნეთში, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში, სადაც ასევე ტყის ხანძრებს ებრძვიან, მეხანძრეებსა და სახანძრო თვითმფრინავებს გზავნიან.