საბერძნეთში, ქალაქ კერატეას მოსახლეობამ საგანგებო და საევაკუაციო შეტყობინება მიიღო. ატიკის აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ძლიერი ხანძარია. ინფორმაციას Ekathimerini ავრცელებს.
ხანძრის ჩაქრობას 71 მეხანძრე-მაშველი და 25 სახანძრო მანქანა ცდილობს. ოპერაციაში ასევე წყალშემკრები თვითმფრინავი და ოთხი ვერტმფრენია ჩართული.
გავრცელებული ცნობით, ხანძრის ადგილას ხანდაზმული ქალი გაუჩინარდა. ცეცხლმა, სულ მცირე, ათი სახლი დააზიანა.
დაზიანდა ხანძრის შედეგად.
გამომძიებლები ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენას ცდილობენ. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არსებობს ცეცხლის განზრახ წაკიდების ნიშნები.










