საბერძნეთში სამი ქართველი დააკავეს – ბერძნული მედიის ცნობით, ორმა მათგანმა ჩაიდინა ქურდობა კალამატაში და ბრუნდებოდნენ ათენში, რა დროსაც პოლიციამ ისინი დააკავა. მესამე კი ასევე მათი თანამზრახველია, რომელმაც მანქანა იქირავა.
ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 37 და 38 წლის კაცები და მათი 37 წლის თანამზრახველი დააკავეს.
“28 ივლისს ორი უცხოელი, 37 წლის და 38 წლის, შეიჭრნენ კალამატაში ორ სახლში. მათი ნაძარცვი ორი საქმიდან იყო ნაღდი ფული, ოქრო და ელექტრონული მოწყობილობები, რომელთა ღირებულება 23 000 ევროს აჭარბებს.
მათ მფლობელობაში და ათენში არსებულ სახლში, ამოღებულია ოთხი მობილური ტელეფონი, ორი მონაცემთა შესანახი პორტატული მოწყობილობა, ლომბარდებიდან ორი ქვითარი, სადაც მათ გაყიდეს მოპარული ძვირფასეულობა და 38 ევრო” – ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულები კრიმინალური ორგანიზაციის წევრობისა და ქურდობის ბრალდებით კალამატის რაიონულ პროკურატურაში გადაიყვანეს.